Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
viqtori blog

ვეძებ დედას!!!

ვეძებ დედას!!! ზოგი ადამიანი ინტრიგას დაინახავს ამ სათაურში...მე არ ვარ ინტრიგანი...მე მართლა ვეძებ დედას ბავშვისათვის რომელიც ჩემს გვერდით უკვე 9 თვე იზრდება...თავისი ბავშვობით ამ პატარა არსებამ თავი შემაყვარა...ის არ გავს სხვებს ის იბრძვის რომ გადარჩეს...ის თვითოეულ სუნთქვას აფასებს ( ზოგს გაეცინება და იტყვის რომ რა იცის ამდენი მანო მაგრამ თქვენ ის არ გინახავთ)...ის შემოგცინის და გეუბნება "მაცოცხლე ჯერ კიდევ პატარა ვარ"... გიყურებს სევდიანი თვალებით და ზოგჯერ მგონია რომ მიმახსოვრებს მისი ეს თვალები, ზოგჯერ მგონია რომ მთხოვს რომ დავეხმარო...მეც ვეხმარები ჩემი ორიოდე გროშით, ჩემი ნაწილი პურით და ჩემი პატარ სითბოთი და ვხედავ, რომ მას უხარია,რომ ის იცინის ტირილის ნაცვლად და ვხვდები რომ მას ყველაზე მეტად სითბო აკლია...ის ჯერ 9 თვისაა მაგრამ უკვე სიტყვებს გამართულად იძახის და ბევრს აოცებს...როდესაც დედაჩემს რამოდენიმეჯერ დაუძახა თავისი სახელი და დედაჩემმა ეს ვერ გაიგო შემდეგ მის ბაგეს ამოხდა სიტყვა "დედა", რომელიც დედაჩემს უწოდა...მან დედა წამართვა...რა ცოტაა თურმე ადამიანისთვის რომ სრულიად უცხოს უწოდოს "დედა"...ჩვენ კი ამ ცოტას იმდენად ვიმადლებით,რომ თითქოს ჩვენი ოდნავი სითბო და ყურადღება გვენანებოდეს, მაგრამ არა ის არ გვენანება არამედ ისა აღარ შეგვრჩა...არ გამოვეკიდები მისი დედის საქციელს, რადგან მას ვერც ავხსნი და ვერ შეუსაბამებ სიტყვებს,ამ შემთხვევაში ისინი უბრალოდ არ არსებობენ...ჩვენ მასზე მაღლა დავდგეთ და მიუტევოთ მას ეს უდიდესი ცოდვა... დაგებადებათ კითხვა და იტყვით რომ "ნეტა თავად რატომ არ იკისრებს რომ ეს ტვირთი საკუთარ ოჯახს მისცესო" და მართალნიც იქნებით თუმც მე ეს ბევრჯერ მოვითხოვე მიუხედავად იმისა რომ თავადაც მიჯირს და თავადაც მესაჯიროება ის რაც ამ ბავშვს მაგრამ მაინც მინდოდა რომ ის გამეზარდა მაგრამ ჩვენმა კანონებმა უარი განმიცხადეს...ახლა კი უბრალოდ მთელი სითბოთ უვლის ჩემი ოჯახი მას...ჩემი ბავშვობის სათამაშოებით კი, რომელიც მართალია მოძველდნენ ძალიან და დღევანდელობას არ შეესაბამებიან,რომლებმაც დიდი ხანია დაკარგეს როლი თავის არსებობისა,მათაც იხილეს დღის სინათლე და გაახარეს ჩემი პატარა.. ახლა ისინი ორივენი ერთად აგრძელებენ ცხოვრებას ერთმანეთის ზრუნვით...ვწერ აამას და ვაფრთხილებ ყველას "სიფრთხილეს" ,რადგან არ მსურს კიდევ მოვძებნო დედა, რადგან არ მსურს ვიხილო ნაგავში ბავშვი,არც ის მსურს რომ ბალიშის ქვეშ მოექცეს ეს უსუსური არსება...გაფრთხილდით ყველა და ნუ მოიკლავთ საკუთარ სიცოცხლეს თქვენი ხორცის: მიგდებით,უყურადღებობით და მოკვლით...ახლა მე... ვეძებ დედას!!! ბაშვისათვის, რომელიც დედამ მოსაკლავად გაიმეტა,რომელიც ბალიშის ქვეშ დასახჩობათ იმიტომ არ აღმოჩნდა რომ ვიღაცამ დაინახა... ვეძებ დედას!!! ისეთივე სითბოს მიმცემს რომელიც ამ ბავშვს აქვს თვალებში ჩამალული... ვეძებ დედას!!! რომელიც ამ ბავშვს არაფერს მოაკლებს ,სითბოთი დაწყებული... მე უბრალოდ "ვეძებ დედას" რათა ერთი ლამაზი სიცოცხლე გადავარჩინო...

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

tEk-100 (29)
veraferi ver gavigeee (((((( sheni shvilia da dedam migatovaat? tu ra moxdaa? es bavshvi shentan saidan aghmochnda?
#6, 25.03.2013 - 02:53
ar sheidzleba marto sakutar dedas edzebde...sheidzleba sxvis dedasac edzebde.es bavshvi ki dedam sasikvdilod gaimeta chemtvis sruliad ucxo adamianma da samshobiaroshi igi balishis qveshidan gamoiyvanes daxchobis mcdelobisas...amis shemdeg moxda chemtan es bavshvi 4 dgis asakis dges 9 tvisaa ukve da edzebds dedas vinc sitbos miscems vinc daexmareba rom icxovros da iyos bednieri...
25.03.2013 - 20:20
anu me vigulisxme... aq aesti gzit, am blogis akitxvid mere... tu gamochndeboda vinme msurveli, an aqedan gavrcheldeboda informacia da vinme moisurvebda dedobas, tu eqnebodaa ufleba rom waiyvansotqo... es mainteresebda...
#5, 25.03.2013 - 00:24
es yvelaferi moitxovs rig procedurebs sasamartloebs aseve did tanxebs da ase shemdeg am shemtxvevashi meejveba rom gamochenili deda tu dzalian mondomebuli ar iqneba yovel mxriv mas shansebi gaunoldeba an minimaluri eqneba sruliad...
25.03.2013 - 00:36
anu ubralod msurveli tu gamochndeba (manam, sanam mtavroba warudgens wyvilebs) aqvs ufleba rom ishvilos? mesmis shenic da bavsvhs mdgomarebac, dzneli iqneba mistvis, magram ojaxi eyoleba esaa mnishvnelovani... am blogiT sheni azrit ra shedegi sheidzleba iyos?
#4, 25.03.2013 - 00:10
mec msurveli var magram aranairi ufleba amaqvs vishvilo radgan am siashi chems win 2000 kacia...am blogis azri blogshivea mocemuli magram sheidzleba shen sul sxva azri dainaxo am blogisa...
ვწერ აამას და ვაფრთხილებ ყველას "სიფრთხილეს" ,რადგან არ მსურს კიდევ მოვძებნო დედა, რადგან არ მსურს ვიხილო ნაგავში ბავშვი,არც ის მსურს რომ ბალიშის ქვეშ მოექცეს ეს უსუსური არსება...გაფრთხილდით ყველა და ნუ მოიკლავთ საკუთარ სიცოცხლეს თქვენი ხორცის: მიგდებით,უყურადღებობით და მოკვლით...
25.03.2013 - 00:20
ar menaneba, ubralod vici es carieli sityvebi mainc bevr arafers nishnavs da iqneb uadgiloc iyo, es vigulisxme nubralod... dzalian minda vinme gamochndes, vinc amaze gacilebit mets shedzlebs... eklesiashic albat gaavrceleb amas...
#3, 24.03.2013 - 23:59
mas yavs patroni da es mtavrobaa... romelic am bavshvs warudgens im 2000 kacian mshvilebebel wyvils romeltac ganacxadi aqvs shetanili da amis shemdeg gadawydeba am bavshvis bedi...magram saqme imashia rom bavshvi romelic jer 9 tvisaa da 4 dgidan izrdeba chems ojaxshi imdenad migvechvia rom dzalian m,dzimed daawveba es mas fsiqologiurad tan adamiania da ara cxoveli rom is yvelas miechvios....
25.03.2013 - 00:02
ვიცი, სიტყვები არაფერია, საერთოდ არაფერი, იქნებ ჯობდა ეს რეაქციაც არ მქონოდა... არ ვიცი... მაგრამ ის ვიცი პირადად მე რისი ძალა შემწევს და რისი არა... ამიტომაც სამწუხაროდ სიტყვებით შემოფრაგვლა მომიწია მხოლოდ...
#2, 24.03.2013 - 23:38
egaa adamianis problema "mxolod saubrobs" da aranairi "moqmedeba"...tumc me momewona sheni sityvieri tanadgoma msgavsi saqcielitac bevri rame aixsneba...sitbo da tanadgoma umdam sajiroa adamianistvis amitom nu davinanebt rom is sxvas gauziarot da nu vifiqrebt rom is chven agar dagvrcheba...
24.03.2013 - 23:49
უფალმა დალოცოს და გაზარდოს დიდი, სულიერ ძალას, წარმატებებს გისურვებ ამ ლამაზი საქციელისთვის... ალბათ ამას სხვაგანაც განაცხადებდი და იმედია იპოვი...
#1, 24.03.2013 - 23:26
madloba!!! egeb mxolod sityvebit agar shemovfargluliyavit!!!
24.03.2013 - 23:34
 

User
offline viqtori (29)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.