Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
roial blog

ფიქრი უსასრულობაზე

  • მისი სიკვდილი ერთადერთი რამ იყო, რამაც დამაფიქრა სიცოცხლის არსზე.. ბნელ ოთახში ზღვის ქვიშებივით მიმობნეული უამრავი კითხვა დამტრიალებდა თავს..სარკის მინაში არეკლილი შიშის ჩრდილი გულის ცემას ორჯერ უფრო მეტად მიზრდიდა.. და მაინც რა არის ის, რასაც ხალხი სიცოცხლეს ეძახის..? ირგვლივ კვდებიან, იტანჯებიან, იცრემლებიან, სევდას ვერ მალავენ, ტკივილს ფარავენ და კვლავ ცოცხლობენ.. რატომღაც ყველა ცდილობს, რომ გაიღიმოს : ) ზოგს იმდენად გამოსდის, რომ საკუთარ თავს ვეკითხები ნუთუ ეს ადამიანი მართლა ბედნიერია, როცა იცის, რომ ღიმილი ყალბია.. ის ღამე იყო, როცა სიცოცხლის შემეშინდა, იმდენად მეშინოდა, რომ დედამიწიდან გაქცევა მინდოდა.. მესმოდა, როგორ ითხოვდა ბავშვი დედას და ნუგეში არსაიდან არ ჩანდა.. არაფერიია.. გავიფიქრე.. არაფერია ის, რომ დღეს ვცოცხლობთ, ხვალ არ ვიცოცხლებთ.. სიკვდილიი..? არ ვიცოდიი თუ ასეთი ბნელი და უეცარი რამ იყოო.. სულის გაყრა ხორცთან )) ასე ეძახიან დიდები, ისინი ვისაც მარადისობის სწამთ.. მე კი დავარქმევდი სამუდამო ძილს.. თვალებს დახუჭავ და მოვა.. ის ღამე იყო, მინდოდა მეყვირა დრო, რომ შეჩერებულიყო.. მინდოდა მეყვირა, რომ ყველა მიყვარდა.. რა საოცარია სიცოცხლე, ყოველი გასული წამი გვაუწყებს, რომ ჩვენ ვიზრდებით და ამავე დროს ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით მას.. ყველაზე ბნელს.. ის ღამე იყო, როცა ყველაზე ძლიერ მეტკინა არსებობა.. წამიერად.. ვტიროდი.. ვთხოვდი წასულიყო და ჩვენთვის.. ადამიანებისთვის ნება მოეცა მის გარეშე გვეცოცხლა.. წამით ყოველივე გაირინდა.. ყურში კი დამცინავი სიცილი და ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები ჩამესმა.. – შენ ჩემი არ გეშინოდა: )) .. ის დღე იყო, როცა დილამდე ლოცვას გულში ვიმეორებდი, რათა უფალს სიკვდილის წინაშე მარტო არ დავვეტოვებინე.. იმ დღის შემდეგ კი დამჩემდა ფიქრი უსასრულობაზე.. მარადიულობაზე… ეს ის დღე იყო, როცა ყველაზე მეტად შენს გვერდით მინდოდა დარჩენა.. მე ხომ ვიცოდი შენ მარტოობის რაოდენ ღრმად გეშინოდა..(

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline roial
საქართველო, საქართველო, თბილისი



© 2017 Face.ge - all rights reserved.