Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
naniti blog

გაზაფხული და აპრილი







აპრილის ცეცხლი მოედო მიწას,
ჰაერში ბორგავს ნაზავი ფერთა,
გააპობს ყნოსვას ყვავილთა სუნი,
მორცხვი ღიმილით რა უნდა გეთქვა?

კვირტების ხეთქვით მოვარდნილ სურვილს,
ატყვია ცელქი აპრილის ხიბლი,
ტუჩის ნაოჭზე შეგარჩენ კოცნას,
შენით გამთბარი და მთვრალი ვივლი.

აპრილის წვიმით დაგიშლი ნაწნავს,
გაგხლართავ გრძნობით მოვარდნილ თქეშში,
ქათქათა თეთრით მოგიქსოვ კაბას,
ჩამითრევ ურცხვად თვალების მზეში.

შენ აპრილი ხარ აპრილის თვეში,
და ეჯიბრებით ერთმანეთს ფლირტში,
მე კი ღიმილით გეარშიყებით,
ეჭვს ნუ შეიტანთ თქვენდამი ფიცში.

აპრილის სუნთქვა მოედო სხეულს,
ღიტინით ყნოსვას ჩაუფენს სურნელს,
მე მიყვარს შენში აპრილის ცეცხლი,
უარს ნუ მეტყვი შენს გულის მსურველს.

ალისია


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.