Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aMIRZAde blog

* * * * * * * * * * * * * * * * *


"მარშუტკაში" ვზივარ და თბილისში მივდივარ, იქედან კიდევ ესპანეთში. ოჯახი ამოვიდა; ქმარი, ცოლი, დედამთილი და ორი პატარა ბავშვი. პატარა ტირის ვერ აჩერებს დედა, ვხვდები რომ ძუძუ უნდა, დედამისიც ხვდება, მაგრამ მგზავრების ერიდება. მაგდა გამახსენდა პატარა რომ იყო, ისიც როცა ვმგზავრობდით სულ ძუძუს ითხოვდა. გაწვალებული ყავდა ხათუნა. მასაც ერიდებოდა, მაგრამ რა ექნა?
ლამაზია დედა ჩვილით ხელში, როცა ძუძუს აწოვებს. რაღაც ძალიან მოკრძალებულებას განვიცდი ამ დროს. ფეხმძიმე ქალიც ლამაზია, არ ვიცი რატომ, თუ მე მგონია ასე. მოგონებებში ვიძირები მთელი გზის მანზილზე ვიხსენებ განვლილ ცხოვრებას. შეცდომებს, წარმატებებს..თბილისში ტრანსპორტს ვიცვლი, აეროპორტისკენ ავტობუსით მივდივარ. ჩემს უკან ახალგაზრდები ხმამაღლა საუბრობენ ტელეფონზე. ორი ბიჭია და გოგონა ახლიათ. ვიღაცას უხეშად უხსნიან ტელეფონზე, რომ გოგონა მათთან არ არის. ის ვიღაც გოგონას ტელეფონზე რეკავს. გოგონა ყურმილს იღებს და მესმის: "ბოზის გაზრდილი ვიყვე", "გააჯვი", "შევეცი ორივეს", " ნახუი", "ერთ ადგილზე გაიკეთე". ამ გოგონასაც ძუძუ აქვს ნაწოვი და ლამაზი სანახავი იყო დედის მკერდზე მიკრული. მერე რუსთაველზე ჩადიან სამივე, გოგონას თვალი მოვკარი, საკმაოდ სიმპატიურია და ძალიან ლამაზი იქნება, როცა თავის ბავშვს ძუძუს მოაწოვებს. მაგრამ მანამდე?
ფანჯარაში ვიცქირები, მე ვტოვებ ამ ღამეს საქართველოს, ვიცი მომენატრება ყველაფერი, თუმცა ახლაც მენატრება. გზაზე პოლიციელები დგანან, ისინი სიმშვიდეს იცავენ და მათაც ძუზუ აქვთ ნაწოვი. დედას ვერ გამოვემშვიდობე წამოსვლისას, დედას რომელმაც ძუძუ მაწოვა და ლამაზი იყო ერთ დროს. ახლა მოხუცია და ნაოჭები აქვს. მეც ვბერდები, როგორც სერგო ზაქარიაძე ერთ სპექტაკლში ამბობს -"ოთხი უჯრა სავსეა".

P.S.
ესპანეთში მატარებელში ვზივარ. ჩემს გვერდით ქალი ზის, ჩემს წინ მისი ბავშვი. გოგონა მოხერხებულად ცდილობს დაჯდეს, მაგრამ დედა მითითებებს აძლევს რომ წესიერად იჯდეს და კაბაც გაისწოროს, მისი სიშიშვლე სხვას არ აჩვენოს. სხვაში მე მგულისხმობს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 6  |  negative votes: 0

Write comment:

არაა გამორიცხული, ეგეც იყოს მოდაში... ადამიანები მეტ-ნაკლებად ერკვევიან მოდის ტენდენციებში და ალბათ შესაბამისადაც რეაგირებენ... თუმცა ზოგისთვის ვფიქრობ არეულია პრიოიტეტები, რა ჯობია და რატომ, ეს ეშლებათ...
#5, 01.04.2013 - 21:24
შეცდომა უნდა დაუშვათ რომ მერე გამოვასწოროთ, უნდა წავიქცეთ რომ შემდეგ წამოვდგეთ, მთავარია ძირს წოლა არ უნდა მოგვეწონოს...შეცდომის დაშვება, ჩვევაში არ უნდა გადაიზარდოს...
01.04.2013 - 21:33
მართალი ხარ, ასეთებიც უნდა იყვნენ, ყველას მოეძებნება შესაფერისი...
მოდა კი ის უნდა იყოს წესით ყველასთვის რაც მას უხდება
#4, 01.04.2013 - 20:57
დღეს მოდა ის ხომ არ არის, რაც ვინმეზე უპირატესად წარმოგვაჩენს?
01.04.2013 - 21:20
დღეს რა მნიშვნელობა აქვს, ან საუკუნეს, ან ქვეყანას... ქალმა არ უნდა დაკარგოს თავისი სახე, მე ასე მგონია... გემოვნებაც არაფერ შუაშია, დავიჯერო მამაკაცებს მოწონთ ვულგარული, უზრდელი ქალები??? "ძმაკაცებ"-მა რომ არ მოუწონონ მსგავსი უხამსი გამოსვლა ერთხელ მაინც იმ გოგოს, ალბათ მერე უკვე აღარ გაიმეორებს...
#3, 01.04.2013 - 20:44
არ ვიცი, იქნებ მოდაა და შემდეგ გადავა, ან სენი რომელიც უნდა მოვიხადოთ, იქნებ ასეთებიც უნდა იყვნენ, რომ გემოვნება არ დაგვეკარგოს...
01.04.2013 - 20:53
ბლოგი ნამდვილ და პატენტ ქალებზე...
თან თბილია და თან მწარე...
#2, 01.04.2013 - 20:03
იქნებ არასწორად ვუყურებთ, ვაფასებთ დღევანდელ დღეს? ან ის რაც თბილია სულაც არ არის თბილი? ან გემოვნება გვღალატობს?
01.04.2013 - 20:30
მერე რუსთაველზე ჩადიან სამივე, გოგონას თვალი მოვკარი, საკმაოდ სიმპატიურია და ძალიან ლამაზი იქნება, როცა თავის ბავშვს ძუძუს მოაწოვებს. მაგრამ მანამდე?
#1, 01.04.2013 - 18:44
მანამდე ალბად იქნება გზა ფართო, ან ეკლიანი, ბეწვის ხიდი და ასე შემდეგ..
01.04.2013 - 19:39
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.