Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonachia blog

...............

არაფერი შეცვლილა სინამდვილეში.
უბრალოდ, ერთი განზომილებიდან მეორეში გადაინაცვლე,სხვა - არაფერი.

თუ ადრე რეალურ სახლში იკეტებოდი,ახლა ვირტუალურ სახლში იკეტები.ფუსფუსებ შენს ოთახში, რომელსაც სხვანაირად "ვოლს" უწოდებ:აჭრელებ კედლებს პორტრეტებით, მოგონებებით.უსმენ მუსიკას. ფიქრობ, ზოგჯერ - ხმამაღლა.დგები, მიდიხარ ფანჯარასთან, რომელსაც ახლა "ნიუსფიდი" ჰქვია,აღებ, ეწევი, თვალს ადევნებ გარე სამყაროს...და როცა სახლში გამეფებული სიბნელე თვალს გჭრის
და კურსორის მონოტონური პულსაციაც ყურს ცუდად ხვდება,
ხელის მარტივი მოძრაობით მიგყავს ისარი ღილაკთან "მთავარი"
და შენი ერთოთახიანი ბინიდან,
რომელშიც მზის სხივი არასდროს აღწევს,
მარკ ცუკერბერგის ერთსართულიან ქალაქში გადიხარ,
რომელშიც მუდამ ქარია,
რომ შიგადაშიგ თავი შეახსენო ნაცნობ-უცნობებს -
აქაოდა, ცოცხალი ვარო.
ასე ცხოვრობთ, დღიდან დღემდე, ღამიდან ღამემდე
შენ და შენი განუყრელი თაგვი -
ერთადერთი ნამდვილი მეგობარი.
არაფერი შეცვლილა, უბრალოდ... არ ხარ.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nonachia (39)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.