Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
naniti blog

აპრილს




ისევ მოხვედი დიდი ხნის მერე,
რომ მომენატრე იცოდი ალბათ...
გელოდა სული ზამთრით დაღლილი,
ვიცი გეტყოდა ჩემეულ ამბავს.

რატომ მგონია რომ შენი მოსვლა,
გულს დამიმშვიდებს არ ვიცი რატომ,
და ნარცისების ზღვათა ღელვაში,
შენ არასოდეს დამტოვებ მარტო.

აღარ ვიქნები ასე ობოლი,
სულს უხარია შენი ტარება,
შენა ხარ ჩემი ლექსის სტრიქონი,
ჩემი უთქმელი ახმოვანება.

წინასწარ ვდარდობ, ვიცი რომ წახვალ,
ზეცას შევტირი ჩუმი გოდებით,
და შენეული ამაყი მზერით,
მაინც თავიდან დაგელოდები.

/ნანა მეფარიშვილი/


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.