Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

მოდი, ამყევი სიყვარულში, ამყევი სცადე,
წუთისოფელი წამებ(ი)აა..ისიც არ იცდის,
ამყევი ფიქრში, ოცნებებში, ამყევი ცამდე,
მოდი განახო, ეს გრძნობები რასაც განიცდის.

სველი აპრილის სურნელოვან ღამესთან ერთად,
ამყევი ქალის სიგიჟეში, საშენო ცრემლში,
გულში გახედებ, ნახე როგორ გაქციე ღმერთად,
შენზე ნატრული ღამეებიც დათვალე ჩემში.

მოდი ამყევი, გვირილებად დავწნათ ლექსები,
ერთხელ ჩემსავით შენც იწვნიე ნამდვილი დარდი,
ამყევი, ნახე სიყვარულად როგორ მევსები,
რომ მიხვდე როგორ მოგენდე და რარიგად მწამდი...

ნანა მეფარიშვილი





Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.