Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
smally blog

ვნების პირველი ღამე

ოთახი სადაც არავინ არის,
ვარდის ფურცლებით სავსე საწოლი,
ოდნავ ფაჩუნი დახურულ კარის,
მწველი ჩურჩული: “დროა დაწოლის”.

ორად ჩახსნილი წითელი ფარდა,
საბანი შიშველ მკერდის ნუგეშად,
ნელ-ნელა ქვევით სამოსის ვარდნა,
ტუჩების შებმა ოდნავ უხეშად.

ვეტრფით ერთანეთს ვნებაზე მეტად,
კოცნით, ფერებით ვეძებთ საერთოს,
ორი სხეული ვართ თითქოს კენტად,
არ გვინდა ღამეს დილა დაერთოს.

ვამპირის მსგავსად მივიწევ ყელთან,
მინდა დაგატყო ურცხვად ეშვები,
არ მეჩქარება თუთუნის ღერთან,
შენს სიშიშვლეში მხეცად ვეშვები.

მიყურებ ქალზე გამომწვევ მზერით,
ბრჭყალებით მამჩნევ წელზე ნაკაწრებს,
გული თავს იჩენს ძლიერი ძგერით,
ღამის დროება დიდხანს დაგვარწევს.

როლი მოვირგე სხეულზე გიდის,
ვეთამაშები სუნთქვით საყურეს,
ბაგე სხეულთან მიმოხვრით მიდის,
მთვარის სხივები ჩუმად დაგვყურებს.


ღრმა ამოსუნთქვა მაგიჟებს კვნესით,
შენს გასწვრივ ვწევარ, ხანაც გვერდიდან,
მუცელს დაგისრეს მაჯების ფესვით,
და თითქოს რძეს გწოვ ცხელი მკერდიდან.

ნაზად დაგითვლი მკერდს ქვევით ნეკნებს,
ვსახლდები შენზე ტყუპი მკლავებით,
გბურძგლავს, ვარდივით იხეთქებ ეკლებს,
და ჟრუანტელის ცეცხლში გავებით.

დაგლეჯილ ვნებით გიკოცნი სახეს,
ქანცგამოცლილი ვთელავ ბალიშებს,
სუნთქვის სიხშირე სხეულებს არხევს,
ვგრძნობ ღამე შენგან არსად გამიშვებს.

სხივები მოჩანს მხურვალე დილის,
სიგარა იწვის მარტო თავისთვის,
თუთუნის კვამლში ჩაება ძილიც,
საკმარისია პირველ ღამისთვის.

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.