Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

Зимняя ночь /Борис Пастернак/


თოვდა, ათოვდა თითქოს სინაზე
ზღვა–სახმელეთოს.
სანთელი ენთო მრგვალ მაგიდაზე,
სანთელი ენთო.

როგორც – ზაფხულში – ჯარი ფარვანთა,
ცეცხლს ეტრფის ახლოს,
თოვლიც ავსებდა ნელა, თანდათან,
ფანჯრის თხელ ჩარჩოს.

წრეები ჰგავდა ქარით მინაზელ
(მინაზე) თეთრ თოვლს.
სანთელი ენთო მრგვალ მაგიდაზე,
სანთელი ენთო.

შეუღლებულთა – ჭერი ნათელი,
ჩრდილებს დაეთმო -
ხელ–ფეხ–შერწყმულებს ჰრკავდა ნაკვთები –
ბედი საერთო.

ხმა იატაკზე – კაკუნის ჰქონდა,
ფეხსაცმელს – ცვენილს.
წვეთ–წვეთ სდიოდა (სანთლიდან) ოთახს,
კაბაზე ცრემლი.

ყოველი გასცდა, ცის სპეტაკ საზღვრებს –
ჭაღარა – თეთრ თოვლს.
სანთელი ენთო მრგვალ მაგიდაზე,
სანთელი ენთო.

სანთლის ზურგს სცემდა მაცდური ხვატი:
ამოახველოს...
და ასდიოდა, ორი ფრთის ჭვარტლი,
თითქოს ანგელოზს.

მთელ თებერვალზე ასე ირაზმეს
ფიფქებმა ერთ დროს.
სანთელი ენთო მრგვალ მაგიდაზე,
სანთელი ენთო.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.