Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog



მოდით, სიყვარულს გაუმარჯოს, აავსეთ თასი,
თვალებციმციმას, საფერებელს ნათელს და მზიანს,
... ცრემლივით წმინდას, არაფერი რომ არ აქვს ფარსი,
ისეთ სიყვარულს, წუთისოფლის მადლი რომ ჰქვია.

ეს იმ სიყვარულს გაუმარჯოს, გრძნობებს რომ შველის,
გაღიმილებად რომ მოჰყვება ღამეს გატეხილს,
ეს იმ სიყვარულს გაუმარჯოს გონჯსაც რომ შვენის,
ქარიშხალებად, ხმაურებად სულში ატეხილს.

ყველამ შეავსეთ სასმისები, მაღლა ასწიეთ,
ალავერდები ყველა წყვილებს, გწყალობდეთ ბედი,
თუ გიყვარს დაბლა არ ჩამოსვათ, ხელში არწიეთ,
და თუ უყვარხარ, დალოცვილო დახარე ქედი.

ეს გაუმარჯოს სიყვარულის ასახსნელ ენას,
მეტყველ დუმილებს და თვალებით წაკითხულ სათქმელს,
ფეხზე დაკიდულ აბდაუბდა ლექსების წერას,
სიცოცხლის ფასად საიდუმლოს არასდროს გამთქმელს.

ეს გაუმარჯოს იმ სიყვარულს, სულ რომ სურნელობს,
ძლიერ მკლავებში შეფარებულ სატრფოს შექებას,
ბავშვივით კეკლუცს, ხან რომ ბრაზობს, ხან რომ სულელობს,
და ალიონზე თბილ სუნთქვასთან სუნთქვის შეხებას.

მოდით, სიყვარულს გაუმარჯოს და იმის გამჩენს,
არც რა გვქონია ამ წყალობის ტოლი და მსგავსი,
ალავერს ვაწვდი, სიყვარული გვეტყვის დანარჩენს.
ფეხზე ადექით ბატონებო, შეუვსეთ თასი...


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.