Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
antares blog

არ დაუჯეროთ ყველაფერს, რაც გესმით...

ტიბეტელ ბრძენთა რჩევები:

1. ისაუბრეთ დინჯად, იფიქრეთ სწრაფად
2. არ განსაჯოთ ადამიანები მათი ნათესავების მიხედვით
3.მხოლოდ მაშინ თქვით “მიყვარხარ”, როდესაც ეს სიმართლეა
4.როდესაც ამბობთ “ვწუხვარ”, უყურეთ ადამიანს თვალებში
5.არ დასცინოთ სხვის ოცნებებს
6.უფრო მეტი გაუკეთეთ ხალხს, ვიდრე მოელიან, და არ ინანოთ.
7. ხშირად წარმოთქვით გონებაში საყვარელი ლექსის სტროფები
8.არ დაუჯეროთ ყველაფერს, რაც გესმით; დახარჯეთ, რაც დასახარჯია; იძინეთ, სანამ ბოლომდე არ გამოიძინებთ
9. რაც უფრო დიადია სიყვარული ან დასახული მიღწევა, მით უფრო დიდია რისკი
10. როდესაც აგებთ, ამით ჭკუა ისწავლეთ და წაგება სარგებლობას მოგიტანთ
11. პატივი ეცით სხვებსაც და საკუთარ თავსაც.
12. პატარა კონფლიქტით არ შეარყიოთ დიდი მეგობრობა.
13. თუ ხვდებით, რომ შეცდომა დაუშვით, ეცადეთ კი არ დაფაროთ ის, არამედ გამოასწოროთ
14. ყოველდღე ცოტა ხნით მაინც დარჩით მარტო
15.იყავით ღია გაცვლისათვის, მაგრამ არ გაუშვათ ხელიდან თქვენი ნამდვილი ფასეულობები
16. დუმილი ზოგჯერ საუკეთესო პასუხია
17. იკითხეთ მეტი წიგნები
18. გწამდეთ ღმერთის, მაგრამ მანქანის ჩაკეტვა არ დაგავიწყდეთ
19. საყვარელ ადამიანთან წაჩხუბებისას ნუ გაიხსენებთ ძველ წყენებს.
20. იკითხეთ სტრიქონებს შორის
21. თქვენი ცოდნა ბავშვებს გაუზიარეთ. ეს ერთადერთი გზაა უკვდავებისაკენ
22. დედამიწას მოუფრთხილდით. არ დაანაგვიანოთ
23. არასდროს შეაწყვეტინოთ, როდესაც გეპირფერებიან
24.ნუ ჩაერევით სხვის საქმეში. ნუ მისცემთ რჩევას მოვალეობის მოხდის მიზნით
25. მხოლოდ მას ენდეთ ბოლომდე, ვინც თქვენი კოცნისას თვალებს ხუჭავს
26. წელიწადში ერთხელ გაემგზავრეთ ისეთ ადგილას, სადაც ჯერ არ ყოფილხართ
27. თუ დიდ ფულს იშოვით, დაეხმარეთ მათ, ვისაც ჯერ ვერ უშოვია
28. გახსოვდეთ, ზოგჯერ სასურველის მიუღწევლობაც გამართლებაა
29. დაუჯერეთ ექიმებს, მაგრამ ისწავლეთ სწორად დაარღვიოთ ზოგიერთი მათი აკრძალვა
30. საკუთარი წარმატება მის მისაღწევად გაღებული მსხვერპლით შეაფასეთ
31. საყვარელი ადამიანის გულის მოგება და საჭმლის მომზადება სხვისი
გამზადებული რეცეპტით არ შეიძლება.
32. საკუთარი “მე” არის თქვენი მოგზაურობის ბოლო წერტილი

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

xevisberi3 (48)
sasargeblo rchevebia
#1, 30.04.2013 - 17:05
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.