Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

დარაბებს მიღმა გაზაფხულია - 1979 წელი. ძალიან კარგი მონოლოგი:


დარაბებს მიღმა გაზაფხულია - 1979 წელი.

ძალიან კარგი მონოლოგი:

”ბებიაჩემი ისე წავიდა, ეგონა ნათელი ბიჭი დამტოვა. ცოდვიანი დავიბადე ამ ქვეყანაზე, ცოდვიანი.. ჩემს სიცოცხლეს დედაჩემის სიკვდილი დასჭირდა, თვითონ კი ჩემს შვილს განაჩენი გამოვუტანე და საყვარელ გოგონას სული დავუსახიჩრე.. როდის ხდება ეს, როდის, როდის???

ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ თავში ღორს რომ აღმოაჩენ? როდის ვხდებით პირუტყვები, როდის? მილიონობით ნიღაბს ვიზომავთ და ბოლოს ყველაზე ყალბს, ყველაზე უხეშს, ყველაზე მახინჯს ამოვირჩევთ და ისე გეწებება ეს ოხერი რო კანიანად გინდა აიდღლიზო სახიდან, მაგრამ ვაი, რომ აღარ შეგწევს ამისი ძალა და ღონე.. რატომ, რისთვის?! ადამიანს ხომ სინაზის, სიყვარულის უდიდესი მარაგი აქვს დაბუდებული მკერდში… აი, სად მოვახერხეთ ამისი ჩატკეპნა, რომელ სარდაფებში გამოვამწყვდიეთ, ღმერთო?! .. ”


Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.