Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xameleon blog

ცოტა პოზიტივი..... :DDD

- შვილო, ზურიკო, შენი ქიმიის მასწავლებელი რა ხსნისაა?- იქნება, ასე, ოცდაათ-ოცდათხუთმეტი წლის. რაშია საქმე? - ვკითხე მე და სმენად გადავიქეცი.
ბებიამ მხრები აიჩეჩა, თავი გადააქნია და ისევ მკითხა:- ცოტა შექანებული ხომ არაა?- მაგის მასწავლებელს, აბა, რა მოუვა! - თქვა ილიკომ.- შექანებული კი არა, ჭკუით გატენილია! - ვთქვი მე.- ილარიონ, ნახე ერთი, რას მწერს, თუ ღმერთი გწამს, - თქვა ბებიამ და ილარიონს წერილი გადასცა. შემაჟრჟოლა. ილარიონმა წერილი გამოართვა, სათვალე გაიკეთა და ჰკითხა:- ვინ მოგიტანა, ოლღა?- ლადიკო სიხარულიძის გოგო რომაა, მერი, იმისთვის გამოუტანებია.ილარიონმა წერილი გაშალა და კითხვა დაიწყო:"ჩემო უძვირფასესო, უნეტარესო და სულზე უტკბესო..."- შენ გწერს მაგას? - იკითხა ილიკომ.- კი, შენ ნუ მომიკვდები.პირი გამიშრა, ხელები გამიცივდა და შუბლზე ოფლმა გამოჟონა. ილარიონმა განაგრძობდა:"მას შემდეგ, რაც პირველად დაგინახე, მე ვაღიარე აბსოლუტური ჭეშმარიტება მშვენიერებისა..."- სად მნახა მაგ შეჩვენებულმა, - ჩაიხითხითა ბებიამ და ილიკოს გადახედა. ილიკოს პირი დაეღო და ყურებს არ უჯერებდა.- "მე გავიგე არსი ჩემი ყოფიერებისა, მე აღგიქვი შენ, როგორც აპოთეოზი სულიერი განცდისა და ესთეტიკური შემეცნებისა..." - განაგრძობდა ილარიონი.- ეს ადგილი რაღაც ვერ გავიგე, - თქვა ბებიამ.- სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა! - თქვა ილარიონმა.- კი მაგრამ, სად მოასწრო შენი ასე შეყვარება?! - თქვა ილიკომ.- რაც მაგას ზურიკელას საქმეზე სკოლაში იბარებენ, ამდენ სიარულში შეაყვარა ადამიანს თავი.- "მე მაგიჟებენ შენი თვალები..." - განაგრძო ილარიონმა.- დაეფსოს მაგას თვალები. - თქვა ილიკომ.- "წამწამები", - განაგრძო ილარიონმა. ილიკო ჩაბჟირდა და იატაკზე დაგორდა, ილარიონს სლოკინი აუვრდა, მაგრამ კითხვას მაინც განაგრძობდა: - "მე მაგიჟებს შენი ტანი, გამოხედვა, მკლავები, ბროლის კბილები..."- აქ კი შეშლია ცოტა, - თქვა ილარიონმა.- მიწა დავაყარე პირზე, რა დროს ჩემი კბილებია! - გაასავსავა ხელები ბებიამ."თითები, მარჯნის ტუჩები, წარბები, მოკლედ, მთლიანად მაგიჟებ..." - განაგრძო ილარიონმა და ცრემლები ღაპაღუპით გადმოსცვივდა.- გაჩერდი, შე ურჯულო, გათავდა კაცი! - იკივლა ილიკომ. - გაჩერდი, აღარ შემიძლია, გეყოფა აწი! - ილარიონმა კითხვა დაამთავრა და ილიკოს დაუწყო მოსულიერება, ბებია თავისთვის ხითხითებდა. მარტო მე ვიდექი გამეხებული და გამშრალი.- როდის ათხოვებ ქალს, ქორწილი არ გამომაპარო! შემომტირა ილიკომ და ისევ დაგორდა...

/ჩვენი ნოდარ დუმბაძე "მე ბებია, ილიკო და ილარიონი"/


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.