Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

გმადლობ უფალო



მუხლებზე ვდგები და შეგწირავ მადლობას,
უფალო,რამდენჯერ შემყარე სიხარულს.
მომასწარ უამრავ დარსა თუ ავდრობას,
შეძენის წყალობას,დაკარგვის სინანულს.

რამდენჯერ დილის მზით სარკმელი ამინთე,
ვარსკვლავით მოჭედილ მთვარიან ღამისთვის,
ლოდინით დაგაღლილს შეხვედრით გამითბე
სული და, უფალო მადლობა ამისთვის.

უმწეო ცოდვილი სიყვარულს მაწვნიე,
ღიმილით შემჭიდე გრძნობათა ქარიშხალს
და როცა მატკინეს ,ხელებში მარწიე,
შენა ხარ ვინც ხელი არასდროს გამიშვა.

ლოცვებში ჩაღვრილი ყოველი ფრაზისთვის,
მეგობრის მზერისთვი,ცრემლებს რომ მითვლიან,
თვალებთან გაბნეულ ყოველი ხაზისთვის,
ნაოჭად მიყრილნი ჩემს წლებს რომ ითვლიან.

რამდენი აპრილით ამინთე თვალები,
ტერფებთან შემახე ნამიან ბალახებს.
ტაძართან თავდახრილს შემიღე კარები
და ცოდვილს შენდობის წყალობა მანახე.

ოქტომბრის ფერმორთულ აკვანში მაძინე,
იზრუნე შენგანვე ნაბოძებ სულისთვის,
მადლობა უფალო ბავშვი რომ მაცინე
და ყელში ჩაღვრილი დედის რძის სუნისთვის.

ხვალაც თუ მზის სხივმა ამინთო სარკმელი,
უფალო მადლობას ცრემლებით განიშნებ.
სულ ახლოს მატარე,ბევრი მაქვს სათქმელი
და შენგან განვარდნად ნურასდროს გამიშვებ.

/ნანა მეფარიშვილი/


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

TATTU (29)
*THUMBS UP*
#1, 30.04.2013 - 23:26
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.