Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
sherlok-holms blog

მშიშარა (?)

ღრუბლები ნება-ნება მოძრაობდნენ ცაზე და თან ერთმანეთში ჭორაობდნენ, სულ არ ანაღვლებდათ დედამიწის ბრუნვა და მზის მწველი სხივები, რომლებიც მათ სულში თავისუფლად აღწევდნენ...


-შეხედე, ღრუბლები ვალსს ცეკვავენ... - მითხარი შენ და დავინახე როგორ ჩაგეღვარა თვალებში მზე და მე გავთბი... სულ ასე ხდება, რადგან როცა მიყურებ, ვგრძნობ შენი გულის განსაკუთრებულ ფეთქვას... ჩემთვის, რომელსაც ციდან წამოსული სითბო ერევა და ბოლოს ეს ყველაფერი მავსებს მეც. და ვხვდები, მე ადამიანი ვარ, თანაც ბედნიერი... ვიცი, სანამ მზე გაანათებს და შენი გულიც განსაკუთრებულად შეძლებს ფეთქვას, სულ ასე იქნება!!!
ვოცნებობ, ღრუბლებმა არ შეწყვიტონ ცეკვა, უფრო სწორედ შენ არ მოგბეზრდეს ცისკენ ცქერა და არ დაკარგო უნარი, მათი მოძრაობის გამოცნობისა... მეშინია, რომ თბილ სხივებს აღარ შემოუშვებ შენში და გულიც დაიწყებს ჩვეულებრივ შეკუმშვას და გაფართოებას. მეშინია დღევანდელობა არ დაგემართოს... როცა თვალები კვლავაც ყველაფერს ხედავენ მაგრამ მთავარი მაინც დაუნახავი რჩება, მეშინია არ იქცე ჩევეულებრივ ადამიანად, ბრბოს ნაწილად, გარშემო რომ გვახვევია მრავლად, და ცდილობენ გვერდით მდგომს გაასწრონ, ჩამოიტოვონ ჯერ ერთი, მერე მეორე, ხელი ჰკრან და გადაუარონ, დაუნდობლად გაწირონ ერთმანეთი, დასცინონ სიყვარულისთვის, უმზეო თვალებით უცქირონ სამყაროს, ცარიელი სულებით იარონ მიწაზე, რომელიც ბოლოს მაინც მათ საბნად იქცევა და იცხოვრონ რაღაცისთვის, რომელიც სინამდვილეში არაფერია!!!
დღევანდელობაზე ნეგატიური აზრები კვლავ შენმა ჩურჩულმა გაფანტა: - დავინახე მზე შენს თვალებში, როგორ მოახერხე მისი დაჭერა...
შიში გაქრა... თანაც შენი გულის განსაკუთრებული ფეთქვის დასრულებამდე... მე და შენ მგონი გადავრჩით... და თქვენ???

Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

xevisberi3 (50)
ise kargad wer, rom komentaric zedmetad mechveneba xolme da ,,meshinia dghevandeloba ar damemartos" :-)
#2, 08.05.2013 - 18:37
didi madlobaa tu movindomebtt ar dagvemarteba albat
08.05.2013 - 23:13
მეშინია დღევანდელობა არ დაგემართოს... როცა თვალები კვლავაც ყველაფერს ხედავენ მაგრამ მთავარი მაინც დაუნახავი რჩება
#1, 08.05.2013 - 14:45
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.