Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
cicicici111 blog

ქვის ქვეშ დატოვებული წერილი

ქვის ქვეშ დატოვებული წერილი


მე საიდუმლო
შემოსასვლი მაქვს შენში...
შუაღამის შემდეგ მოგადგები და გეტყვი:
`სეზამ, გაიხსენ!~... და გაიხსნები...
შენ არ იცოდი, ორი კარი რომ გქონდა
და არც უცხო სტუმარს ელოდი...
ერთხელაც საკუთარ სულში
ხეტიალისას გადამეყარე...
მე ახლაც მახსოვს გაკვირვებული მზერა
და არეული ნაბიჯები...
არადა, კარს ყოველთვის
საგულდაგულოდ კეტავდი,
რომ შენი სულის ლაბირინთები
არავის დაერღვია...

კარი ახლაც დაკეტილია, მაგრამ...
მე საიდუმლო
შემოსასვლელიდან
შემოვიპარე...
`სეზამ, გაიხსენ!~ _
ვთქვი და შემოვედი...
ახლა აქ ვარ და აქედან გელაპარაკები,
ამ წერილსაც იმ ქვის ქვეშ ვტოვებ,
ჩვენს წელთაღრიცხვამდე რომ
ვხვდებოდით ერთმანეთს...

ვიცი, ერთხელაც რომ ამ ქვაზე წაიბორძიკებ
და იპოვნი...
უცხო ანბანით ნაწერია, მაგრამ გაიგებ...
წავალ ახლა და კარს გავიხურავ
ჩუმად და უხმაუროდ,
არ მინდა, დაფრთხე.
ხვალ გესტუმრები,
შუაღამე როცა გადავა,
დაკეტე, კარი...
მე მაქვს
ჩემი
საიდუმლო
შემოსასვლელი
შენში...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline cicicici111 (34)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.