Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
cicicici111 blog

თავხედის წერილი

თავხედის წეთავხედის წერილი ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


მე თავხედი ვარ,
აბა, რა მეთქმის...
დავემორჩილე ყველა ნორმას,
კანონს დადგენილს...
მერე მოვბრუნდი,
უმოწყალოდ როცა ვარღვევდი,
ერთი წარბიც არ შევიხარე...

გავრეკე მდინარეები კალაპოტებიდან,
დაიღალნენ
ერთსა და იმავე ქვა_ღორღზე სიარულით,
მუხლები გადაუტყავდათ...
თვითონ რას მოიფიქრებდნენ
და
მოვურღვიე კალაპოტი...
წავიდნენ ახლა,
სხვა გზა ნახონ ოკეანემდე.

თავხედი ვარ...
თეთრზე თეთრი ვთქვი და შავზე _ შავი...
გავბედე და შუა ზამთარში ავყვავილდი...
ავრიე კალენდარი, ცხოვრება, ამინდი...
ყველა ვარსკვლავი დავისაკუთრე
და დედამიწას ვუთხარი:

რა პატარა ხარ, ჩემს სიყვარულთან.რილი ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline cicicici111 (34)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.