Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
viqtori blog

დღეს ისევ წვიმდა... შენ წვიმის მოყვარული, ჩემი გვერდიდან მირბოდი... ასე უყვართ სიტყვებით ადამიანებს ყველაფერი, მაგრამ მოქმედებით

ადამიანები ამბობენ, რომ უყვართ წვიმა... თუმც ეს მხოლოდ დოგამტური აზრა, რომელიც მათში ჯერ კიდევ მყარადაა ჩამჯდარი და ინერტულად ამოსდით ხოლმე... რატომ? დღესაც წვიმდა, თან ისე ადამიანი რომ იტყვის "გაზაფხულის სურნელი დაჰკრავსო" და ყოველი ადამიანი, რომელიც იძახის რომ უყვარს წვიმა გარბოდა ჩემს ირგვლივ... შილიფად მეცვა... წვიმის წვეთების გრძნობები მე ვიცი, თუმც მუდამ მიყვარს მათი შეგრძნება... დაიქუხა... კიდე უფრო აუჩქარეს ადამიანებმა სიარულს... მე მხოლო ვიდექი შუაში საიდანაც ყველა გარბოდა... ნელა ჩამოუყევი გზაზ, რომელიც დატკეპნილი მაქვს, მაგრამ დღეს ის უფრო სხვანაირი დავინახე...ის არ იყო ძველებურად ერთფეროვანი და არ იმზირებოდა ერთნაირად.... ქალაქში პირველად ვიგძენი მიწის სურნელი... არა და ჩემს მოგონენებში შედარებულ სურნელთან ის ზედმეტად მკრთალი იყო.... როდესაც მიწა გაფუებულია, როდესაც სიცხისგან გამომშრალია, როდესაც მას შეამჩნევ რომ თითქოს და აიხორკლა კანისავით და მას ზემოდან ღვთის მადლი ცვარი დაეცემა, იმდენად ლამაზია შესახედავად და იმდენად საოცარ სურნელებას აპკურებს, რომ მსგავსი არ ახსოვს ჩემს მეხსიერებას... სწორედ მისი მკრთალი ლანდი შემოიპარა ჩემს ცხვირის ნესტოებში და ისე ააფორიაქა ჩემში ყველაფერი რომ შემაკანკალა, მაგრამ სიამოვნებისგან და არა წვეთების დაცემისგან... მე ისევ მიუყვები გზას, რომელიც დღეს სხვანაირია, ალბათ იმიტომაც რომ ხალხიც არაა მრავლად და არ იმზირება უამრავი მოღუშული სახე ცხოვრების ხალის დაკარგული...გზად ხის ფოთლებს წვიმის წვეთები ისე ეფერებიან და ისე ეამბორებიან, რომ მშურთ მათი მე რომ მსგავსი არაფერი მაქვს, მაგრამ მახსენდება, რომ იგივე წვეთები მეც მეცემა და ახლა უფრო მეტად და სწრაფად... ვგრძნობ რომ ტანზე მოგდებული ერთი პერანგი ისე შევიწროვდა ისე დასველდა რომ ჩემზე უნდა რომ დადნეს... ახლა უფრო მეტად მოდის ჩემში ყველაფეი...ისევ იმ გზას მიუყვები და უცებ ჩემდა უნებლიედ, მაჩერებს რაღაც უცნაური შეგრძნება... მე ხელებს ვშლი და მაღლა ვიყურები, ჯერ თვალებ დახუჭული და ახლა თვალებზე მეფერებიან წვეთები , მერე ვახელ თვალებს და უყურებ, თუ რა ჯარად მოდის ჩემში ეს წვეთები მსგავსად ემოციისა და მინდა ვიყვირო ვიღრიალო, მაგრამ ფეხის ხმა მესმის , უცნაური შემოფეთება თვალებისა და გაფიქრება მისთვის "გიჟია", როგორც ერთი ადამიანი მეტყვის ხოლმე სიცილით... აი ესაა განსხვავება ჩემსა და სხვას შორის, მაგრამ სხვა დროს მასაც მოწონს წვიმა, მაგრამ სხვა დროს ისაც დაგიხატავს რაღაც მსგავს, თუმც უგრძნობია, თუმც არ უგრძვნია იგივე არასოდეს და ვერც იგრძნობს, რადგან არ შეუძლია ეს, რადგან ეს სიგიჟე ჰგონია... ხო ადამიანო შენ გეუბნები... მინდა ერთი აღიარება გითხრა მე "გიჟი" ვარ, რადგან შენგან და ბევრი სხვისგან სრულიად განვსხვავდები და ალბათ ჩემნაირი ცოტაა, ამიტომ შენ ცივს, უგრძნობს ნორმალურად აღგიქვამენ მე კი "გიჟად"... უცებ ხელებს დაბლა უშვებ და უბრუნდები იმ რაღაც ზეციური სიამოვნებიდან მიწიურ პესიმისტურ შავ სამყაროს... ჩემი ფეხები არ ისწრაფვის რომ სახლში მივიდეს, რადგან მე ისევ ვგრძნობ, როგორ მეფერებიან წვიმის წვეთები... ნეტა მათ ენა რომ მისცა რას ისაუბრებენ? ალბათ იმას იტყვიან, რომ ისინი მოდიან ყველაფრის მოსაწესრიგებლად, ბუნების დასაცხრომად, ათასი მცენარეულის დასაპურებლად, ადამიანთა საგრძნობად და ბოლოს დაიწუწუნებენ " ვაკეთებთ მადლიან საქმეს და ჩვენ პატარა არსებები ვიღუპებით ყველაზე სწრაფად ამ ქვეყნად და უცებ გაშრებიან ან: ადამიანის სხეულზე, ან ფოთოლზე, ან ხეებზე და მხოლოდ ერთი თხრილი, რომელსაც გუბე უწოდეთ იქ თუ დაიბუდებენ ცოტა მეტ ხანს თუმც უფუნქციოდ და მალევე დამყაყდებიან"... ალბათ ადამიანებიც ამ წვეთებს გვანან, რადგან : ისინიც უფლისგან მოდიან, მის წინაშე ისინიც ყველაზე მცირე არსებები არიან, რადგან ბერვნი მათსავით მიდის, რადგან ცოტა მათსავით საქმეს აკეთებს სიამოვნების მისანიჭებლად და უმეტესობა გუბეში მყაყდება ხოლმე.... ისევ წვიმს... მე ისევ მიუყვები გზას რომელიც იმდენად შემოკლდა, რომ ახლა იმაზე ვფიქრობ როგორ "გავაჯანჯლო" სახლში ასვლა, არავინ არ არის გარეთ... აი უკვე მიუახლოვდი კიბის ზღურბლს და ჩემი სიამოვნებაც გაქრა....ისევ შავთეთრი კედლები, ისევ ერთფეროვნება, ისევ თეთრი მონიტორი კომპიუტერის და კლავიატურის ხმა, რომელიც ჩემ ემოციას თქვენთან ხატავს და მიზანი ერთია, რომ "ვიყოთ წვიმის წვეთები, რომელნიც დააპურებენ ყველა მცენარეულს და ხალხს, ვიყოთ წვიმის წვეთები რომელნიც აგრძნობინებენ არემარეს ცხოვრებას და არასდროს ავმყაყდეთ ერთ გუბეში, რომელსაც უამრავი რამ გათელავს".... ჩემი კლავიატურა უკვე დადუმებას იწყებს, რადგან ფიქრში არ შეგიშალოთ ხელი... ჯერი შენზეა...


ვ.გ FB - VIKI-LEQSI



Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

ar miyvars wvima,magram maisis wvima ragacnairia...:)
#6, 17.05.2013 - 02:35
yvela drois wvima "ragacnairia" da yvela droisas aqvs ragac shegrdzneba....swored wvimas aqvs 9 saxeli...
17.05.2013 - 13:59
ძალიან კარგი, თანაც როცა გულშიც ვიღაც გიზის, უფრო მძაფრდება მერე ეგ
#5, 17.05.2013 - 02:16
xo albat ufro momatebuli dozitaa eg yvelaferi rodesac gare da shinagani faqtorebi tanxvdebian ertmanets... mokled ra :)
17.05.2013 - 02:20
ისე მსგავსზე ადრე დავწერე (წვიმაზე და რომანტიკაზე), მერე წავშალე და ალბათ გამოვავეყნებ ისევ უახლოეს მომავალში...
და რატომ ხდება და ვიცი ეგ რატომაც ხდება, შენც იცი...
#4, 17.05.2013 - 02:11
me vici rom araferi ar vici :) ( tumc es ukve codnaa :) ) romantika chemshi yoveltvis bevradaa amitom bevrad sxvanairad vigrdznob ragac movlenebs rac hems gverdit xdeba...
17.05.2013 - 02:14
განსხვავებულ ადამიანს, რომელსაც შერჩენილი აქვს დღეს უნარი წვიმითაც კი ბედნიერი და გახარებული იყოს, კაშკაშას რუხში... რომლის მსგავსიც იშვიათადაა უკვე გარშემო... ახლა ამ კომენტარში ბლოგს ნუ დამაწერინებ
#3, 17.05.2013 - 01:56
dawere mere magram ara chemze :) :P egeb is edzio rato xdeba ase...
17.05.2013 - 02:05
არააა ეგრე ნუ შეიძლება არ მომებაძა მაგრამ მოვდოდი სახლში და ბლოგს დავწერდი ბიჭზე, რომელიც ქუჩაში ასე მოიქცა...
#2, 17.05.2013 - 01:40
da ras uwodebdi am bijs quchashi romelic ase moiqca?
17.05.2013 - 01:43
არ მიყვარს წვიმა, მაგრამ რომ დამენახე ხელებგაშლილი შუა ქუჩაშI არ ვიტყოდი შენზე "გიჟიაო"... და იქნებ მეც მომებაძა შენთვის მეც მინდა სასარგებლო წვეთი ვიყო.....
#1, 17.05.2013 - 01:36
eg exla idzaxi egre torem albat shenc misavit ifiqrebdi :D da mere gaocebuli tvalebit chamovlidi... ase ukve bevrjer damemarta sxvadasxva sityvaciashi...
17.05.2013 - 01:38
 

User
offline viqtori (30)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.