Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
katia1 blog

მტკივა!

მტკივა!


როცა ჩვენ, ადამიანები ერთმანეთს ერთ გროშად ვყიდით და დავიარებით (ზოგჯერ) სხვისი კარგით მწუხარენი და ცუდით გახარებულნი..


როცა ისე გაგთელავენ, არც კი დაფიქრდებიან..


როცა ჩემს თვალებში დაინახავენ ჩემი სულის ტკივილს და ვერ მიხვდებიან თუ რატომ? და დიაგნოზსაც ვერ დამისვამენ..


როცა სულით კუზიანს წელში გამართვა გამიჭირდება..


როცა ძარღვებში, სისხლის მაგივრად ტკივილი მიჩქეფს..


რადგან ღიმილი მიქრება.


როცა დაღლილი, გულიანად ამოვიოხრებ..


რადგან, ხშირად მექანიკურია კითხვა "როგორ ხარ?" (პასუხს არც ვ-უსმეთ..)


როცა გრძნობები, მატერიალური მდგომარეობით იზომება..


როცა საკუთარ თავს არ ვ-უღიმი..


როცა არასდროს არ უცდიათ ჩემი გაგება.. (ამიტომ დუმილი ვარჩიე..)


რადგან, ერთგულება დასაცინი გახდა..


როცა ვითომ ვქართველობთ..


რადგან წაქცეულს, ხელის მომკიდებელი, წამომყენებელი არა მყავს..


რადგან ჩემი თავი ვერ მიპოვნია..


რადგან (ზოგჯერ) აუტანელი ვარ..


როცა დღევანდელი "ვაჟკაცები" ვითომ კაცობენ..


როცა დღევანდელი გოგოები ვითომ "მანდილოსნობენ"..


როცა (ზოგჯერ) ღამეზე ბნელი ვარ..


როცა ნიღაბი გვიკეთია მაშინაც კი, როცა ადამიანი ჩვენგან ყველაზე მეტად გულწრფელობას ელოდება..


როცა "კაცობას" მაგიდაზე ხელის დარტყმის სიძლიერით გამოხატავენ..


როცა ვიცი, რომ ნებისმიერი შვილ-მკვდარ დედას, ვერანაერი თანაგრძნობა ვერ განკურნავს, ვერ უწამლებს, ვერ უშველის..



როცა წყვილის შეხედვისას აღნიშნავენ, თუ რომელია უკეთესი, მათ შიგნით კი არ იყურებიან!..


როცა დღეები უსიყვარულოდ, უზრუნველად, უარაფრობით და-მთავრდებიან..


როცა უფალი მაშინ მახსენდება, როცა მტკივა და როცა ვგრძნობ რომ რწმენა მი-კვდება..

როცა ამ ავ-კარგიან ცხოვრებისგან გაქცევას ვლამობ, მაგრამ ამაოდ...


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline katia1 (42)
საქართველო, თბილისი, მთაწმინდა-კრწანისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.