Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

მე ვირჩევ ღიმილს

როს სინანული დამინისლავს სევდიან თვალებს, მუხლისთავებზე დაეღვრება ცრემლები ცხელი, ვგრძნობ ანგელოზი ქათქათა ფრთებს, როგორ მაფარებს, სანუგეშებლად, რომ მეხება მფარველის ხელი. ხან კი ვღიმილობ, უიმედო დღეებიც გამდის, ის სინანულიც, დავიწყებულ წარსულში მრჩება, ჩემი მფარველი ანგელოზი ცრემლებით დადის, და ამ დროს ეშმა, ბედნიერი, სიცილით კვდება. ამაო ღიმილს მირჩევნია ცრემლის ატანა, ვიდრე, უფალო ცოდვილ ყოფას, თავად გამირჩევ... არ მინდა, ერთად ვიცინოდეთ მე და სატანა, შენგან წყალობად, ანგელოზის ღიმილს ავირჩევ. /ნანა მეფარიშვილი/


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.