Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

სხვამ რაც უნდა ის აკეთოს შენ მიაგე კარგით

სხვამ თუ ცუდი გაგიკეთა შენ მიაგე კარგით,

სიტყვა ცუდი შემოგკადრა?შენ უთხარი კარგი

უხეშად თუ შემოგხედა გაუღიმე მადლით

თუკი გული გაგიტეხა არ იდარდო არ ღირს

გულში წყენა არ ჩაიდო სთესე მუდამ კარგი

ღმერთი ამას დაგინახავს და აგავსებს მადლით.

ეცადე რომ ყველა ცუდში დაინახო კარგი,

და თუ ეს არ დაგიფასეს არ იდარდო არ ღირს.

წუთისოფლის სტუმრები ვართ დავაკეთოთ კარგი

უფლის რწმენით სიყვარულით გავიქარვიოთ დარდი

ღმერთს შევთხოვოთ თავმდაბლობით მოგვცეს მისი მადლი

რომ ამ მოკლე ცხოვრებაში სულ ვაკეთოთ კარგი

ბოროტის წილ კეთილი ვქმნათ დავინახოთ კარგი

უკანვე დაგვიბრუნდება უფლის დიდი მადლით.

სხვამ რაც უნდა ის აკეთოს შენ მიაგე კარგით

დაანახე ცხოვრებაში სიბოროტე არ ღირს.

ყოველივე სიკეთე და ყოველივე კარგი

მოგეზღვება შენ ასმაგად ღმერთის დიდი მადლით.


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

marushk (35)
სხვამ რაც უნდა ის აკეთოს შენ მიაგე კარგით
დაანახე ცხოვრებაში სიბოროტე არ ღირს.
#1, 17.05.2013 - 12:52
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.