Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonachia blog

უნდა გიყვარდე
ვიდრე ზეცას სიზმრის ფერი აქვს...
ვიდრე ზღაპრებში სიკეთე სძლევს უძლურ სიავეს...
ვიდრე გაზაფხულს ღიმილებით ეგებებიან...
უნდა გიყვარდე
უნდა მნატრობდე...
ისე როგორც გვალვებში წვიმას
როგორც ცოდვილი პატიებას აღსარებაზე...
როგორც ოსტატი საკუთარი ქმნილების ხილვას
უნდა მნატრობდე...
უნდა მიწამო
ვით უფალი იწამა ნოემ
როგორც ბავშვიბის დაბრუნება... გვინდა ვიწამოთ...
როგორც ტაძარში წარმოთქმული ხატის წინ ფიცი
უნდა მიწამო...
უსიყვარულოდ ვნებებს მხოლოდ სცენის სუნი აქვთ
თუ არ შეხვდები... განშორებას ვეღარც იდარდებ...
თუ მართლა გინდა... შენს სიცოცხლეს შემოვრჩე სითბოდ
უნდა მნატრობდე...
უნდა გწამდე...
უნდა გიყვარდე...

/ელენე თომაევი/

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nonachia (38)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.