Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonachia blog

იმდენი მაქვს სათქმელი, ფიქრი ამერია და
მოგიყვები მაგის დროც ალბათ მალე იქნება
ნაწვიმარი აპრილი როგორ ამეკვიატა
ახლა მიჭირს ქალაქში შენი სახლის მიგნება

იმდენი მაქვს სათქმელი რომ დავიწყო საიდან
გახსოვს? ღამე თავსხმაში ფეხით როგორ გვივლია
მერე თითქოს გაცივდი წახვედი და ჰაიდა
უშენობა ძალიან მეც არ დამიჩივლია

იმდენი მაქვს სათმელი მე რა ჟამი გამწვდება
მეფიქრება შენზე და ქარმა გზები არია
ახლა მაინც სახლში ხარ და ვინ გაგიბრაზდება
მე სულ მაგვიანდება მართლა საოცარია

იმდენი მაქვს სათქმელი უფრო მეტი შენდობა
უფრო მეტი კოცნა და ყვავილების წელია
ახლაც ვიცი შენსავით მე არავინ მენდობა
შეპარული მზერა კი ახლა უფრო მწველია

იმდენი მაქვს სათქმელი შენი ნახვა მჭირდება
ახლა უფრო ძლიერი გიბრუნდები ომიდან
და ყველაფრის მოყოლა ვიცი გამიჭირდება
კართან შვილი იყვირებს დედა, მამა მოვიდა....

მამა პეტრე

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nonachia (38)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.