Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonachia blog

ჭეშმარიტების ავწიოთ დროშა



მიწამ დაკარგა სამოთხის მადლი,ევამ ადამზე შეწყვიტა გლოვა,
ბუნებას ახმობს თაკარა სიცხე, კაცის გულს დარდი, სევდა და ბოღმა.
ხანდახან ბოღმა აცოცხლებს ბალახს,სიყვარულს ითხოვს ადამის მოდგმა,
რაც გაყვითლდება უკვალოდ ქრება, მომაკვდავ ფესვებს არ შველის მორწყვა.

ოაზისს ირგვლივ ეკვრის უდაბნო, სიკვდილმა შთანთქა საუფლო შრომა,
"გონიერ ცხოველს" ნუ ავიწყდება, რომ მაცხოვარი მეორედ მოვა.
იგუა მიწამ სახივი ცოდვის, ბნელით შეცვალა ნათელი წყობა,
ჯალათს შემოაქვს მოწრილი თავი, ქალმა განაგრძო მაცდური როკვა.

უზნეო კაცებს უწყობენ არლუმს,სინდის-ნამუსმადაიწყო კვდომა,
ნუ ავაოხრებთ სამსობლოს ძმებო, ეს ხომ მტრებისგან მრავალჯერ მოხდა.
სოდომ-გომორი განახლდა თითქოს,მარილის სვეტმა დაიწყო დნობა,
მკვდარი ზღვა ნუთუ არავის გახსოვთ, გოგირდით როგორ აყროლდა ფლორა.

იერემია გოდებდა ხალხზე, უღლის დადებით ამხილა ძმობა,
"გაბედნიერდა"ილიას ერი, ნაცარქექიამ შეწყვიტა ლოცვა.
კოსმოპოლიტებს ადგავენ დაფნას,პატრიოტიზმი ყოფილა ბოდვა.
ღვთისმშობლის მიწას ჯიჯგნიან მგლები,ქართველებს გვხიბლავს უცხოთა ყმობა.

იაფეტს ჩაგრავს სემი და ქამი, ფემინიზმია სატანის დოგმა,
ეროვნულობას ადინეს სისხლი,გაგვიბატონდა მასონთა ლოჟა.
თავისუფლებას ართმევენ ერებს, შემოგვაპარეს მონობის ტრფობა.
ფერეიდანსი არ წყდება ცრემლი,სისხლით შეღებეს ქართული ჩოხა.

ყვითელი რასა მოღელავს ჯიქურ,ბედზე მკითხაობს ბინძური ბოშა.
რაც გავასხვისეთ ისიცა კმარა, ჩვენი ვალია მამულის მოვლა.
მალე აღდგება ლაზარე მკვდრეთით, და გვეღირსება გმირების შობა.
სანთელის ნაღვენთს შევყურებ ცრემლიტ, ცვილმა გაბედა სიბნელის გმობა.

ამოვდოთ ენას ლაგამი ბრძენი, რწმენით დავიწყოთ გონების ფლობა,
დავიცვათ ყმათა სპეტაკი სული,"ვეღაქ წაიღოს წიწილა ქორმა,"
ვიკმაროთ რაც, რომ გვილეწეს ღობე და დინგით თხარა სიწმინდე ღორმა.
როცა ნათელი ანათებს სოფელს, არ გვეკადრება ჩეროში ჯდომა.

ღვთივსულიერი მოგვეცა სიბრძნე, ნუ გაგვიტაცებს უცხოთა სკოლა,
ფიქრი დავიწყოთ "ჩატეხილ ხიდზე" ასე დასრულდეს მოყვასის მტრობა.
მშობელმა გულით იზრუნოს შვილზე,რომ ოჯახიდან დასრულდეს ლტოლვა.
ქალმა ქალური აკეთოს საქმე, კაცმა ისწავლოს ერთგული ქმრობა.

კუ მორიელმა დაგესლა გზაზე,მადლიერებას არჩია წყრომა.
მესაიდუმლე გათენდა ღამე, ჭუჭყი დაფარა ქათქათა თოვლმა.
ბეღურა ჩიტი დამაჯდა მხარზე და ნამცეცების საკენკი მთხოვა.
ბედნიერების დავფიქრდი წამზე, მარადისობის ზღვაში რომ მოკვდა.

ყოველი წუთი სევდაა სხვაზე,ამაო ფიქრთა კვანძების გროვა,
როგორ იცოცხლოს ყვავილმა ქვაზე,როცა დაკარგა ზნეობამ ფორმა.
კაცი გამხდარა ჩალაზე მჩატე, რადგან ღირსება წაართვა ცოლმა,
ნაგვის ურნაში ეძებენ საკვებს, ჭკუის სწავლება დაიწყო " ბონჟმა,"

მესმის უძირო იდუმალების,რადგან მდინარე დააშრო კოვზმა,
იმედის სხივი ვთხოვე ქერუბიმს,მან სიყვარულის ფორმულა მომცა.
ეტყობა ლოცვა დავწერე ქარზე, რადგან გულამდე ვერ მოდის გრძნობა.
მე მაინც მშვიდად ვლოცულობ ცაზე, იქ დასრულდება სიკვდილის ძღომა.

უცხოეთს იცავს ქართველი კაცი, დროა დასრულდეს სხვის ომში კვდომა,
დედა დასტრირის უცნობის საფლავს,დაღუპულ ვაჟთა აღმართეს გორა.
კათალიკოსოს გვიკურთხე ჯვარი, მტერმა შეწყვიტოს მძორების კორტნა.
დროზე გაჩერდეს ოცნების ზარი, ჭეშმარიტების ავწიოთ დროშა.

მამა გიორგი თევდორაშვილი
17/05/2013
ჰომფობიის წინააღმდეგ გამრთული აქციის დღე

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nonachia (38)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.