Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
vaxunxula blog

ლექსი, რომელმაც 8 ბავშვს სიცოცხლე შეუნარჩუნა ( MOMEWONA ZALIAN DA AMITOM DAVDE ROM VNAXE )




"ნუ მომკლავ, დედა " (ეძღვნება მუცლადმოწყვეტილ ჩვილებს)

ნუ მომკლავ, დედა, მინდა, ვიცოცხლო და

ქართველობის ვწიო ჭაპანი,

გპირდები, ჩემით იამაყებენ ჩემთვის უცნობი

მამა–პაპანი.

ნუ მომისწრაფებ სიცოცხლეს, დედა,

უტყვი ვედრებით მე ამას ვითხოვ,

მინდა, გიყვარდე, შევიგრძნო მინდა,

შენი ალერსი და შენი სითბო.

იებს დაგიკრეფ აპრილის თვეში,

სიფრიფანა და ლურჯთვალა იებს,

მინდა, ვიცოცხლო, შენ კი ილოცე,

ნუ მაქცევ მიწად, ნუ გამაციებ.

თუ ნანობ, მინდა, რომ გაგიქარვო,

სულის ტკივილი, გულის დარდები,

უფალს ვთხოვ, დედა, შეგინდოს ცოდვა

უმანკო ჩვილის არდაბადების.

მე გაზაფხულზე სიმღერად მოვალ,

შენი ცხოვრების ტკივილებს წავშლი,

იმ ქვეყნიდანაც დაგეხმარები, ღვთით

მოვლენილი, უმანკო ბავშვი.

ჯვრის მამის მონასტრის მღვდელმსახური, დეკანოზი თავმასი (ჩოხელი), კარგა ხანია, ლექსებს წერს, რომელთა დიდი ნაწილი უკვე მშვენიერ სიმღერებად იქცა. მამა თავმასმა რამდენიმე ხნის წინ დაწერა ლექსი, რომელიც მუცლადმოწყვეტილ ჩვილებსა და მათ დედებს მიუძღვნა.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.