Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
smally blog

გამოთხოვება

მიეცი ნება გამოგეთხოვოს ჩემმა თვალებმა,
ბაგეებს ჩემსას აღარ ძალუძთ გამოსთქვან დარდი,
ეს მე არ ძალმიძს ავიტანო,არ მაქვს გაძლება,
რადგან სუსტი ვარ და ამასთან ,ვარ მხოლოდ კაცი!

როგორც არასდროს ამ წუთებში ნაღვლიანია,
ის ტკბილი გრძნობა სიყვარულის დაპურებული,
ცივია კოცნა გაყინული შენი ბაგიდან
შენი მკლავების მოხვევა კი დასუსტებული.

შენი ბაგიდან მოპარული თვით ერთი კოცნა,
როგორ მართობდა და მათრობდა,ვითარცა ბანგი,
როგორ მიყვარდა გაზაფხულზე იების კონა,
ლურჯი იები,დაკრეფილი ადრეულ მარტში.

დღეს მე არ ვეძებ ყვავილებით მოქარგულ გვირგვინს,
არც ერთი ვარდი შენთვის აღარ დაიკრიფება,
გაზაფხულია,საყვარელო,მაგრამ უშენოდ
ყველა დრო ჩემთვის შემოდგომის დარდად დარჩება.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.