Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

როცა დადგება განკითხვის ჟამი.

როცა დადგება განკითხვის ჟამი,
გაწყვეტილ გზების, მეწამულ ბინდის,
შემოიტანენ უფალთან ჯამით
ჩემს სისხლს და ცრემლებს, გულსა და სინდისს,
თუ მათქმევინა უფალმა სიტყვა,
მე უფალს მხოლოდ მადლობას ვეტყვი.
მადლობას რისთვის მიხდიო - მკითხავს,
გაკვირვებული დარჩება ღმერთი.
მადლობელი ვარ, უფალო, რადგან,
არ მომაკელი ცეცხლი და კუპრი,
ჩემით ვსწავლობდი ფრენას თუ ფართხალს
და არა მხოლოდ წყალობით უფლის.
მიყვარდა, მძულდა, სამშობლო მქონდა,
თიხა ვიყავი, მაგრამ ვმღეროდი
და წუთისოფლის ჭრიალა ბორბალს
კბილით ვათრევდი ცისკრის წვერომდი.
მადლობელი ვარ, უფალო, რადგან
მაჩუქე სიტყვა ბასრი და წრფელი,
მეხვია მტერი და ყველა მათგანს,
მაინც სიცოცხლე ერჩია ჩემი...სურათი: როცა დადგება განკითხვის ჟამი,გაწყვეტილ გზების, მეწამულ ბინდის,შემოიტანენ უფალთან ჯამითჩემს სისხლს და ცრემლებს, გულსა და სინდისს,თუ მათქმევინა უფალმა სიტყვა,მე უფალს მხოლოდ მადლობას ვეტყვი.მადლობას რისთვის მიხდიო - მკითხავს,გაკვირვებული დარჩება ღმერთი.მადლობელი ვარ, უფალო, რადგან,არ მომაკელი ცეცხლი და კუპრი,ჩემით ვსწავლობდი ფრენას თუ ფართხალსდა არა მხოლოდ წყალობით უფლის.მიყვარდა, მძულდა, სამშობლო მქონდა,თიხა ვიყავი, მაგრამ ვმღეროდიდა წუთისოფლის ჭრიალა ბორბალსკბილით ვათრევდი ცისკრის წვერომდი.მადლობელი ვარ, უფალო, რადგანმაჩუქე სიტყვა ბასრი და წრფელი,მეხვია მტერი და ყველა მათგანს,მაინც სიცოცხლე ერჩია ჩემი...ოთარ ჭილაძე

ოთარ ჭილაძე

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

xameleon (40)
მე უფალს მხოლოდ მადლობას ვეტყვი....
მადლობას ვეტყვი, შენ რო არსებობ.....
#2, 04.06.2013 - 02:40
მე უფალს მხოლოდ მადლობას ვეტყვი.
#1, 04.06.2013 - 00:13
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.