Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
cici777 blog

ამერიკელი მხატვრის - ვალერია ჰეგარტის შემოქმედება

ამერიკელი მხატვრის - ვალერია ჰეგარტის შემოქმედება,თანამედროვე ხელოვნების,ძალიან განსხვავებული ფორმების მატარებელია.იგი ხატავს ცნობილი მხატვრების,ცნობილ ტილოების ასლებს,სადაც იგი ცდილობს მაქსიმალურად უჩვეულოდ და ლამაზად წარმოსახოს ამ ორიგინალი ასლის ნაწილობრივ დაშლილი,ნაწილობრივ დამწვარი ან ნაწილობრივ განადგურებული ფორმები.მის მიერ დახატული ასეთი ტილოები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ მნახველში,თითქოს ისინი დეფორმირებული იყოს სხვადასხვა სტიქიური მეთოდებით.ასეთი "დამახინჯებული ტილოები",როგორადაც მას მოიხსენიებენ,მნახველში დიდი მოწონებითა და გაოცებით სარგებლობს და ისინი მეტად ორიგინალური ხელოვნების ნიმუშებია,რომელიც ნებისმიერი სახლის ინტერიერს თავისებურ ინოვაციურ,ლამაზ ხიბლს სძენს.ამიტომ მისი ხელოვნების ასეთი საოცარი მეთოდი მეტად მოთხოვნად პროდუქტად არის მიჩნეული.ვალერია დღესდღეობით ცხოვრობს და მუშაობს ნიუ-იორკში.მისი ნამუშევრები კი გამოფენილია ნიუ-იორკის "Nicelle Beauchene"-ს გალერეაში და ინგლისში - ლონდონის მუზეუმში.მისმა გამოფენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა - იტალიაში,იაპონიაში და სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში.როგორც თავად მხატვარი ამბობს,იგი ხატავს იმას რასაც ფიქრობს და,რომ მის ფიქრებს სასიამოვნოს ვერ უწოდებს.


ვალერია ჰეგარტი












Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

cici777 (48)
#2, 04.06.2013 - 02:11
xameleon (41)
#1, 04.06.2013 - 01:44
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.