Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonachia blog

ცა ტირის..



ცა ტირის, დღესაც ჩამორეცხა სამყარო ცრემლით,
გადმომდებია მისი დარდი, სევდას მიმატებს,
ნუ გამუქდები, ისე გშვენის ნათელი ფერი,
ცოტაც ზეცაო, სადაცაა ალბათ იმარტებს.

ზეცის ცრემლებით გალუმპული შენსკენ მოვდივარ...
და ამ თავსხმაში მსურს დავმალო თვალის სისველე...
მიუსაფარი და ცთომილი მგზავრი როდი ვარ,
მოვყვები ქუჩას და გზადაგზა შენში ვისვენებ.

ცა ტირის, დღესაც ჩამორეცხა სამყარო ვრცელი,
და მისი ცრემლის მდინარეებს მივყვები ტივით,
გვაშორებს სივრცე.. მეც უმწეო, ვერაფერს ვშველი,
ასე ცალ–ცალკე, მე და ზეცა ერთმანეთს ვტირით.

/ნანა მეფარიშვილი/

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nonachia (38)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.