Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

სურათი: * * *რაც დასახარჯი არსებობს– ვხარჯავ, რაც სანახავი არსებობს–ვნახე.და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.ვერ დავარბიე ჩემში ველური, კანდაშაშრული მზით და მარილით,ვერ მივაჭედე სულს სახელური, რომ გამოაღოს ყველამ კარივითყველა ზეიმზე დავიგვიანე, ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე,არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანიმაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელდა სანამ ქარი მისინჯავს მაჯას, მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.ოთარ ჭილაძე
რაც დასახარჯი არსებობს– ვხარჯავ,
რაც სანახავი არსებობს–ვნახე.
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.
ვერ დავარბიე ჩემში ველური,
კანდაშაშრული მზით და მარილით,
ვერ მივაჭედე სულს სახელური,
რომ გამოაღოს ყველამ კარივით
ყველა ზეიმზე დავიგვიანე,
ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე,
არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი
მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.
მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

ოთარ ჭილაძე

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.