Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

ვიდრე ხარ...


ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს,
არ წარიკვეთო არასდროს სასო,
ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,
ხან ოცდაათი - ერთ ვერცხლად ფასობს.

მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.
სურათი: ვიდრე ხარ..ვიდრე ხარ... ვიდრე გათოვს და გაწვიმს,არ წარიკვეთო არასდროს სასო, ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,ხან ოცდაათი - ერთ ვერცხლად ფასობს.მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,კვლავ ისეთია, როგორიც იყო,კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითისდა თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,ვიდრე ხარ... ვიდრე ხედავ და გესმის...ძველს ცვლის ახალი, ახალს კი - ძველიდა ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს,მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთიკვლავ იგივეა, რაც ადრე იყო.ოთარ ჭილაძე
არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ... ვიდრე ხედავ და გესმის...
ძველს ცვლის ახალი, ახალს კი - ძველი
და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.

ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,
ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს,
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი
კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო.

ოთარ ჭილაძე


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.