Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

"მომწონს, რომ ჩემით არა ხართ ავად"

მომწონს, რომ ჩემით არა ხართ ავად,
მომწონს, რომ ავად თქვენით ვერც მე ვარ.
რომ დედამიწა ჩვენს ფეხქვეშ მყარად
დგას და არასდროს გამოგვეცლება.

მომწონს, რომ ვიყო თავქარიანი
სიტყვის ძებნისას არ შევფერხდები,
არ გავწითლდები თვალსევდიანი,
სახელოებზე ოდნავ შეხებით.

მომწონს ისიც, რომ ჩემს გვერდით მშვიდად
სხვას ეხვევით და სხვის ალერსს ლამობთ.
რომ არ მაგზავნით ჯოჯოხეთს შიდა,
თქვენ რომ არ გკოცნით, ამისდა გამო.

რომ სახელს ჩემსას არ აიჩემებთ
დღისით თუ ღამით, ისე სრულიად...
რომ არასოდეს ტაძრის სიჩუმეს
არ გაჰკვეთს ჩვენი: ალილუია!

მადლობას გიხდით გულით და სულით,
რომ თქვენ - ისე, რომ არ უწყით თავად! -
ასე გიყვარვართ: სიმშვიდე სრული
მაქვს ღამით, სწორედ თქვენ გმადლობთ ამად,
რომ მთვარის შუქზე ერთად არ ვრჩებით,
მზე არ გვინათებს ზეცის კამარას, -
რომ - ვწუხვარ - ავად არა ხართ ჩემით,
რომ - ვწუხვარ - ავად თქვენით არა ვარ.

მარინა ცვეტაევა
704955_248734561918390_353596065_o.jpg

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.