Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
teo2929 blog

დღევანდელობა

ყოველი კაცი თავისი
სიგიჟის სანთელს წვავს,
ამ ქვეყნად სიკეთეს სილაში მარხავენ.
მახინჯებს ლამაზის სახელს არქმევენ,
პატიოსნებას ბინძური ფერებით ხატავენ,
დღეს მრუშობასა და სიბილწეს
"თავისუფლებას" აწერენ
თითქოს თანამედროვე ცხოვრებას
ცოდვილი ხალხი სჭირდება.
დღეს ყველა სიყვარულს მისტირის,
"სტატუსებს" წერენ გული მაქვს გატეხილიო,
იმდენს კი ვეღარ ხვდებიან,
რომ კომპიუტერის ეკრანზე
ნამდვილი გრძნობები არ მოიპოვება.
დღეს დაგვავიწყდა რას ნიშნავს "მანდილი"
და მხოლოდ ხორციელ სიამოვნებას ვეძებთ,
რწმენის ძალა სულ გადაგვავიწყდა
და დღეს ტაძარში სიარული
და ღმერთის ლანძღვა მოდაში შემოვიდა.
საკუთარი ისტორია აღარ გვახსოვს
და 21 საუკუნე შთაგვაგონებს,
რომ თურმე კაცებსაც აქვთ
ერთმანეთის სიყვარულის უფლებაო.
მე არავის განვიკითხავ
უბრალოდ პირადმა პრობლემებმა
"დღევანდელობაზე" ჩამაფიქრა
და იცით რაა?!
ჩვენი ნამუსი დიდი ხანია
შორს გზას დაადგა,
დღეს ჩვენ სიმართლეს
დიდი ტყუილი აშინებს,
მხოლოდ "დღეზე" ვფიქრობთ
და "ხვალზე" ხვალ ვიდარდებთო.
თანამედროვეობის დაწერილ სიუჟეტს
უფასო მსახიობებივით ვთამაშობთ,
განა ოდესმე არ უნდა მოვრჩეთ
სხვის ცხოვრებაზე საუბარს
და ფული აღმერთებას?
ხალხო! გონებას მოუხმეთ
ადამიანობას ნუ კარგავთ...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.