Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonachia blog

მიყვარხართ



ოდესმე შეყვარებული ადამიანის თვალებში თუ ჩაგიხედავთ?

თუარა აუცილებლად ჩაიხედეთ და დარწმუნდებით რომ

ამქვეყნად ყევლაზე ლამაზი თვალები შეყვარებულ ადამიანს

აქვს.მე ყველანაირი სიყვარული ვარ. ვარ დედაშვილური,

მამაშვილური, დაძმური, მეგობრული, ქალვაჟური და ასე

შემდეგ. ვარ სხვადასხვა და ვარ ერთი მთლიანობა.მე

სიყვარული ვარ ის სიყვარული რომელიც ამ მძიმე დედამიწას

აბრუნებს და ატრიალებს,ძალა ვარ რომელიც ადამიანებს

სიცოცხლის ხალისს და ბედნიერებას ანიჭებს.ეხლა თვითოეულ

თქვენგანთან ვარ მანდ მარჯვენა ან მარცხენა მხარზე ყურთან

ჩამოსკუპებული და ამ სიტყვებს ყურში

ჩაგჩურჩულებთ.შემიყვარეთ ადამიანებო გამიღეთ

გულისკარები,გაიღიმეთ რათა თქვენში დავიბადო და

გაგხადოთ ბედნიერები.მე ყველა მიყვარხართ.მიყვარხართ და

ყველას გულში გიხუტებთ,ვიბადები თქვენში და სიცოცხლის

ბოლომდე თქვენთან ვრჩები,იმიტომ რომ თქვენით ვცოცხლობ

ადამიანებო. გიყვარდეთ და შეგიყვარებენ,იყავით ბედნიერები

და სხვაც გააბედნიერეთ,გაიღიმეთ და გაჩუქებენ ბევრ

ღიმილს,ისწავლეთ სიყვარული დაყველაფერი კარგად

იქნება.მიყვარხართ ადამიანებო მიყვარხართ !!!


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nonachia (38)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.