Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mesxy blog

შოთა ნიშნიაძე–"შენ არაერთხელ გაიპარე"

შენ არაერთხელ გაიპარე სიკვდილში, ომში,
პატარა ბიჭი გაიპარე, ახლა ხარ დიდი,
შენ გაეპარე დედ-მამას და მომავალ ცოლ-შვილს,
შენ გაეპარე სიბერეს და სიბერით სიკვდილს.
შენ გაეპარე მყუდრო ლოგინს და მყუდრო ოთახს,
და იმ წუთიდან აღარ იყავ დედის შემბრალე,
შენ სინდისს თურმე საცრისტოლა თვალები ჰქონდა,
და სიკვდილს ალბათ ამიტომაც ვერ დაემალე.
შენ ბავშვმა ნახე სისხლიანი ცხრა ანგელოზი,
ნახე სოხუმი დაცემული, ნახე ჭუბერი,
და შვილებისგან ყელგამოჭრილ საქართველოზე,
ნახე ვეშაპად გაწოლილი დარდის ღრუბელი.
არც აფხაზია შენი მკვლელი, არც ჩეჩენია,
სიკვდილს შენ თვითონ დაეძებდი ჯიქურ სარქენად,
ეჰ, შენი მკვლელი პირველ რიგში მამაშენია,
პაატას კველზე ბავშვობიდან რომ შეგაყენა.
გადატეხილი, მშვენიერი ხარ კვიპაროსი,
ჟამი კი მიდის რია-რიით, ლიტანიითაც,
შენი ტოლები გრიალებენ სადღაც კვიპროსზე,
ზოგიც სამძიმარს აგზავნიან იტალიიდან.
ხვალ-ზეგ აფხაზეთს გადავლილი რისხვის გრიგალი,
დაიხსნის მიწას, ლტოლვილების ცრემლებით ნამულს,
ადექი ბიჭო, ადექი და კვლავ გაიპარე,
შენი სიკვდილი კვლავ ჭირდება შენს ტანჯულ მამულს!!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.