Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mesxy blog

შოთა ნიშნიანიძე–სინანული

რად ამიხირდი, როგორც ყივჩაღი
(თუმცა ყივჩაღი იყო ვაჟკაცი),
შენ კი ქურდულად მეცი ჩიჩახვზე
გაალმასებულ კბილთა კაწკაწით.
შურისძიება როდი მადაბლებს,
ჩემი ნებით ვყრი შუბსა და შიმშერს.
ძალიან მიჭირს...მაგრამ ჯანდაბას,
აჰა, მეორე ლოყასაც გიშვერ.
ჩვეულებრივი და უბრალო ვარ,
მაგრამ ხალისიც არა მაქვს დავის
და რომ ვიხსენებ შენს სულმდაბლობას,
მართლაც ზეკაცი მგონია თავი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.