Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
burki blog
ორშაბათია დღეს თუ შაბათი?
ო,ღმერთო ჩემო..სულ ავირიე..
ისევ პატარა მგონია თავი,
ამ სიბერეში გადავირიე..
მაინც რა მალე დავბერდით კაცო!
გუშინდელივით მახსოვს წარსული,
შენი გაცნობაც..ის კოცნაც მახსოვს
და ის ტირილიც შენი,ბავშვური..
საგულდაგულოდ დამარხა აწმყომ
ჩვენი წარსული,ახალგაზრდობა,
ახლა მე და შენ შემოვრჩით მარტო,
მახსოვს ბაბუა უწინ ამბობდა :
„სიბერე ძნელი ყოფილა შვილო,
ახლა უფრო მწამს იმ დალოცვილის,
სიჭაბუკე რომ უწოდა ბრძენმა
და დღეს რომ ყველა ამას მოსტირის..
ახლა რაღაა ჩემი სიცოცხლე,
ვიღას ვჭირდები..რაში ვარგივარ
არ ვიცი კიდევ რამდენს ვიცოცხლებ
სიკვდილ–სიცოცხლის გზაზე ვაგდივარ..“
ახლა ვიგრძენი სიცოცხლის ფასი
რამხელა ძალა ქონია თურმე
არ განმიცდია მე შიში მსგავსი
კაცმა ამდენი რამ გავისტუმრე..
ქვეყნად არავინ აღარ შემომრჩა
ყველამ ჩემს თვალწინ დალია სული,
ამიტომ მყავხარ შენ,ჩემო ერთო
ბავშვივით მუდამ ხელჩაკიდული..
შენც რომ დაგკარგო რაღამ მაცოცხლოს
ვიღას შევჩივლო მოხუცის განცდა
ახლა მე და შენ..ორნიღა დავრჩით
როდემდე ვივლით არ იცის კაცმა..
ამიტომ ვცდილობ ვიჯდე,გიყურო
დაღლილ თვალებში აღტაცებულმა,
ბედნიერი ვარ შენ რომ გიპოვე
ასეთ ვარსკვლავზე დაბადებულმა..
შენს ყოველ ნაოჭს ჩუმად ვითვლიდი,
და შენი ოხვრა ჩუმად შემტკივა,
გახსოვს?მძინარეს სულ გაღვიძებდი,
გეკითხებოდი–ხომ არ შეგცივდა..
ადრე მიყვარდა შენი ღიმილი
მკერდზე დაყრილი ეგ დალალები
ახლა ძლიერად..ძლიერად მიყვარს
ფერდაკარგული შენი თვალები..
ო,ღმერთო ჩემო..სულ ავირიე..
ისევ პატარა მგონია თავი,
მითხარი ქალო,შე დალოცვილო
ოცდაორია თუ ოცდასამი..

ავტორი: თათა გულიკაშვილი

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.