Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

მომინდები და ისევ დაგიწერ

მომინდები და ისევ დაგიწერ,
რითმში ქალების, ქარების ქროლვას
მოგინდები და წვიმით აღიდგენ
მე და შენს შორის არ შემდგარ კოცნას.
გადავიქცევი მე შენს აჩრდილად
შენს ნაბიჯების ვიქნები კვალი
საუკუნეც რომ დამედოს ვალად
ჩვენი შვილების გავხდები ფარი.
აპრილებს იქით დავიწყე წერა
და უკვე ოცი მაისიც გადის
ვერა და ვეღარ ავღწერე მზერა
ქალის რომელიც ჩემს ირგვლივ დადის.
თამ-ამად ვიტყოდი შენს სახელს მეფურს
თამ-ადად გავყვები ცხოვრებას ჩვენსას
უფლისგან არ ველი ცხოვრებას მეფურს
მინდა რომ გამოყვე ნაკვალევს ჩემსას
დაუფასებლად მეძახდი შეშლილს.
მახინჯს მამგვანებთ სუყველა ერთად.
თქვენ ლამაზებო მჯობიხართ მე გიჯს?
მაინც ვიყვირებთ გიჟები ერთ ხმად.
აი მომინდი და დაგიწერე ,
რითმში ქალების ქარების ქროლვა.
რომ მოგინდები ცრებლით აღიდგენ
მე და შენს შორის არ შემდგარ კოცნას.

ავთო ვაშაკიძე


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.