Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

რა ფერმკრთალი ხართ ქალბატონო

რა ფერმკრთალი ხართ ქალბატონო, გიკრთით ტუჩები,
ნაძალადევი ეგ ღიმილი, ვერ მალავს სევდას...
გადამიშალეთ თქვენი გული, ნუ მეურჩებით,
ეგ სილამაზეც, ვერ დამიხშობს სიმართლის ხედვას.

თქვენს ნატიფ თითებს შეაცივდა სათქმელი სითბო,
რა პატარაა, ეს სამყარო სიყვარულისთვის...
თქვენ ქალბატონო, მეოცნებე გოგონას ითხოვთ,
ჭრელ–ჭრულა კაბას, რომ იკერავს გაზაფხულისთვის.

გრძელ წამწამებზე შეგამჩნიეთ, ისევ სისველე,
რა უხერხულად შეგეშმუშნათ ფრთები ოცნების,
ახლა ღამეა, და თქვენ მთვარის შუქზე ისვენებთ,
შეგრჩათ მიმიკა, გაკვირვების და გაოცების.

როგორ იგონებთ ქალბატონო ამდენ იმედებს,
და გვირილების თაიგულად შეკრული დაგაქვთ,
შეიყვარებთ და სუყველაფერს მისთვის იმეტებთ,
თქვენ ქალბატონო, დაღონების მიზეზი რა გაქვთ???..

ასწიეთ თავი, თუმც დახრილიც ძალზედ გიხდებათ,
თქვენ ჭურჭელი, ხართ სიყვარულით ამოსავსები.
გულში ნადები ოცნებები თუ აგიხდებათ,
ბნელ ღამეებში მზის ნათებას დაემგავსები.

მთვარეც თქვენსავით გაფერმკრთალდა, დახარა მზერა,
ეს ვარსკვლავებიც ღილებივით სწყდებიან აისს,
თქვენ ქალბატონო, კვლავ აპრილის ხუმრობა გჯერათ,
და ჭრელი კაბით ელოდებით ახდენილ მაისს.

/ნანა მეფარიშვილი/

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.