Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

სულში თამაშობს ათასი განცდა

სულში თამაშობს ათასი განცდა
და მაინც, მზერა დამრჩა ბავშვური,
ცხოვრებას ავცდი ერთი დღით, ანდა
საუკუნეებს დავადგი ქუსლი.

მზე ყვავილივით ჩნდება ამაღამ,
მე ეს სული მწამს და უკოცნელი
ღამე ჩემს შუბლზე კვდება ხმამაღლა
დღეს მეოცნებე, ვით უბედური...

რა ცოდვილია მთელი ქვეყანა,
თითქოს არასდროს ყოფილა ჩვილი,
ვეთამაშები როგორც ბავშვი და
მას მაინც უნდა ჩამარტყას წიხლი.

ჩემგან კი მაინც არასდროს წავა
ეს ხიბლი, სავსე უმანკო ძალით,
რადგან სამყაროს ბავშვური ხმაა
დილა,რომელსაც ლექსებად ვთარგმნი...

/რატი იონათამიშვილი/

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.