Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
serebriani blog

ლაშა-გიორგი - ამანათები

გულის ფეთქვამ მასმინა
ექო სუსტი ნათების,
და უარყო ჟასმინმა
ძღვენი ამანათების.

მე კი მსურდა მომეძღვნა
შენთვის სული ხალასი,
მაგრამ უკვე წამართვეს
გული პატარ-ქალასი.

მოღუშული დავდივარ,
ღვინის არ ვიცი ზომა,
სევდა ვარ და დარდი ვარ,
სიყვარულს ვერ ვიზომავ.

ნეტავ სადმე დამტოვოს,
დროის უკუღმართობამ,
და ნუშებმა დამთოვოს,
გაზაფხულის გართობამ.

გულმა ფეთქვა მასმინა,
ექო სუსტი ნათების,
მიჩურჩულა ჟასმინმა:
დროა ამანათების!


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.