Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog


ფურცლებს შევატოვე ისევ ჩემი დარდი
გულმა, შვებით, ლურჯი ზეცა ჩაისუნთქა,
სულში გაიშალა ნაზი თეთრი ვარდი,
ყველა ძველი სევდა ცრემლში ჩაიფუფქა.
რაღაც სხვანაირად
ვხედავ არემარეს,
დილაც, უცნაურად, უფრო ნათელია,
მე დღეს გავიხედე, იცი, სულ სხვა
მხარეს
სადაც იმედები ციცქნა პეპლებია.
ახლა ჩემს კულულებს სიო ეფერება,
გულმა უწინდელი რითმი აურია,
ვხედავ სულ მარტო ვარ,არც კი
მენაღვლება...
ჩემთან კვლავ ზაფხულის ანცი ფერებია.
მინდა გავიშიშვლო სული, გადაღლილი,
მინდა ნიავს ვთხოვო სრული ჰარმონია,
ცამ რომ მზე დაკარგოს, ამ მთებს
გადავივლი.
მიწას მივბარდები - ასე მირჩევნია.
სადღაც ისევ ისმის კვნესა როიალის,
სადრაც ძველებურად ტირის დედამიწა,
მე კი სულ სხვაგან ვარ, მეყოს
ბორიალი!
ჩემთვის აღარაა ერთი ცა და მიწა.

მ.ბეროძე

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.