Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
anikk blog

- ისტორია ერთ პატარა ბავშვზე

მე ვიზრდები ერთ უბრალო ბავშვთა სახლში. ჩვენი "მმართველი" ძალიან ბოროტია, მას ნატალია ჰქვია, მე ჯერ მხოლოდ 8 წლის ვარ და მშობლები ერთხელაც არ მინახავს. იმიტომ რომ ჰერმიონივით ოქროსფერი თმა და ცისფერი თვალები არ მაქვს, იმიტომ რომ ჯეიკივით მოკლე შავი თმა არ მაქვს, იმიტომ რომ ტონკსივით გრძელი და წითელი თმა არ მაქვს, ამ ბავშვთა სახლში ყველაზე დაჩაგრული ვარ. ჩემი სახელი არის მიტა.
რატომ ვარ ბავშვთა სახლში?
როგორც ამბობენ, დედაჩემი ჩემს მშობიარობას გადაჰყოლია, მამაჩემი კი ჯერ კიდევ დედას ორსულობის დროს ომში მოუკლავთ. ნატალია ანუ ჩვენი სახლის პატრონი, არის ჩემი მამიდა, მას არასდროს მოსწონდა დედაჩემი, თუმცა თავის ძმაზე გიჟდებოდა და სწორედ ამიტომ დამიტოვა მე თავისთან, სწორედ მამაჩემის თხოვნით. ნატალიამ რვა წლამდე წამებით გამზარდა, ოთახში მკეტავდა, წიგნის აღების უფლებას არ მაძლევდა, ბავშვებთან არ მიშვებდა. ბევრი რომ არ ვილაპარაკო ვიტყვი, რომ თავი საშინელ კოშმარში მეგონა.
რა მოხდა 8 წლის შემდეგ? (პირველი თავი)
8 წლის რომ ვიყავი, მამიდაჩემმა დაივიწყა თავისი პირობა და ჩემთვის საშინელი დღე მოიყვანა.
- საყვარელო ძმისშვილო, - მითხრა ფარისევლული სითბოთი, მე მაშინვე მივხვდი რომ კარგ რაღაცას არ მეტყოდა - შენთვის აღმოვაჩინე მშვენიერი სკოლა! დღეს, ბარგს ჩაალაგებ და იქ გაემგზავრები, გასაგებია?!
- დიახ - მტკიცედ ვუთხარი, თუმცა გააზრებული არ მქონდა რას ვამბობდი. ნატალია რომ მიბრუნდა მას დავუძახე - ნატალია!
- გისმენ მიტა.
- რა ხდება იმ სკოლაში?
- ყველაფერს იქ გაიგებ, შენთან საუბარი არ მსურს.
ის წავიდა, ჩემს ოთახში ისევ მარტო დავრჩი, ჩემი პარკი გადმოვიღე და ჩემი ერთი თოჯინა, ღამის პერანგი, ორი მაისური და ერთიც შარვალი ჩავდე. ჩემი ძველი მოსასხამი ჩავიცვი და ოთახიდან გავედი, ნატალია ქვემოთ მელოდებოდა. იქ იდგენ ბავშვები, მათ შორის იყო ტონკსი,ჰერმიონი და ჯეიკი. ჯეიკმა ჩაიჩურჩულა: როგორც იქნა მოგვშორდება. ამაზე პასუხად ტონკსმა მიუგო: კარგი რა, მე ვფიქრობ რომ კარგი გოგოა. პასუხი არ გაუციათ, მე უკვე კარებში გავედი და ეტლში ჩავჯექი. ყველაფერი ასე მარტივად მოხდა. იქვე ერთი ქალი იჯდა, რომელიც ჩემი აზრით გიდი უნდა ყოფილიყო .
- მიტა, დღეიდან შენ ამ სკოლაში გაიზრდები, აქ ყველაფერი თავის დროზე ხდება, უნდა დაუჯერო მასწავლებლებს, ყველაფერს "გამოუსწორებელთა საჯარო სასწავლებელში" გაიგებ.
სანამ გიდი ლაპარაკობდა, მანამდე თვალებში შევცქეროდი, შემდეგ თავი დავხარე და ცრემლები წამომივიდა, ბედნიერი ვიყავი რომ ჩემს ჯოჯოხეთს ვშორდებოდი, თუმცა უბედური ვიყავი რომ ჩემი აზრით მივდიოდი მეორე ჯოჯოხეთში. აცრემლებულს მალევე ჩამეძინა, ცოტა ხანში გამეღვიძა, როდესაც გიდი მაჯანჯღარებდა:
- გაიღვიძე შეან! უკვე სკოლაში ხარ! - მე ავდექი და ეტლიდან ჩამოვედი, ჩემს წინ აღმართული იყო 5 სართულიანი, შინდისფერი შენობა. ქალმა მანიშნა რომ გავყოლოდი. ჩვენ შევედით ვიწრო კარებში, შესავლელში ანტიკვარული ნივთები იყო. - წამომყევით მის! - ის ზემოთ მიმიძღოდა, მეორე სართულზე რომ ავედით, ქალმა მითხრა: მის, დღეს უკვე გვიანაა, ახლა შენს საძინებელში აგიყვან, ხვალ წარვუდგენ ბავშვებს შენ თავს. - მან მესამე სართულზე ამიყვანა და ძილინებისა მისურვა, მეც მალევე ჩამეძინა.
დილით ადრე გამეღვიძა, მაშინვე ავდექი, ჩავიცვი და ხელ-პირი დავიბანე. მოწესრიგების შემდეგ კი ქვემოთ ჩავედი, იქ 20-მდე წლის მშვენიერი გოგონა იდგა, ჩასულს თბილად გამიღიმა.
- გამარჯობა მიტა, მე მქვია ბონი, ბონი ებოტი. მე თქვენ გასწავლით სხვადასხვა საგნებს მაგალითად: ხელოვნება,ინგლისური და ისტორია. მე ასევე ვარ დირექტორის მოადგილე და დღეს ბავშვებთან შენს წარდგენას ვაპირებ. შენც მომიყევი რამე შენზე, საყვარელო.
- მე მქვია მიტა, მიტა შეანი. რვა წლამდე ვიზრდებოდი მამიდაჩემის ბავშვთა სახლში, სადაც მუდამ დაჩაგრული ვიყავი. დედაჩემი ჩემს მშობიარობას გადაჰყვა, მამაჩემი კი ომში გარდაცვლილა, ისე რომ არცერთი არ მინახავს. მხოლოდ ესაა რაც შემიძლია მოგიყვეთ ჩემზე, მე მეტი არაფერი ვიცი. - ვუთხარი და თავი მორცხვად დავხარე. ოთახში "გიდი" შემოვიდა და დამიყვირა:
- მის შეან! როგორ ბედავთ მასწავლებლის წინ თავი დახაროთ?!
- არ არის აუცილებელი, მისის გაბრიელ. გოგონას უბრალოდ შერცხვა. - გიდმა რომელსაც თურმე გაბრიელი რქმევია თავი დაუხარა მის ებოტს და ოთახიდან გავიდა. - მიტა, მოემზადე სადაცაა ბავშვები ჩამოვლენ. - ამის თქმა იყო და კიბეებზე ბრახა-ბრუხი გაისმა, როგორც ჩანდა ბავშვები ჩამორბოდნენ. - გამარჯობა ბავშვებო - თავისი ჩვეული, კეთილი და თბილი ღიმილით გაუღიმა ბავშვებს.
- გამარჯობა მის ებოტ! - ერთხმად დაიძახეს ბავშვებმა და გრძელ, გაშლილ სუფრას მიუსხდნენ, მეც მათთან ერთად მივუჯექი მაგიდას, ჩემს გვერძე ერთი მოკლეთმიანი გოგონა იჯდა, შავი თმებით.
- გაიწიე ჩემგან მახინჯო - მითხრა შავთმიანმა და დაიჯღანა.
მეც გავიწიე მეორე მხარეს.
- არ იდარდო მასზე, ის ბოროტია. - მითხრა გოგონამ რომელიც გვერდით მეჯდა, როდესაც შევხედე მეგონა რომ საოცარ სამყაროში გადავფრინდი, მას არ ეცვა მდიდრული ტანსაცმელი, არ ეკეთა სამაჯურები, თუმცა ის ძალიან ლამაზი იყო. - რა გქვია?
- მიტა - ჩუმად ვუპასუხე, ანგელოზმა გამიღიმა.
- სასიამოვნოა მიტა. ჩემი სახელია დეილი. რამდენი წლის ხარ მშვენიერო გოგონავ?
- რვა წლის, შენ დეილი?
- რა დამთხვევაა, მეც... ახლა კი გაკვეთილები იწყება.. წამოდი წავიდეთ. - მე მას გავყევი, მან ზემოთ კლასში ამიყვანა - ახლა ინგლისური გვაქვს, ალბათ იცი, ინგლისურს მისის ებოტი ასწავლის.
- კი, მე ის გავიცანი. - მან მხოლოდ გამიღიმა და კლასსში შევიდა, მეც მას მივყევი.
9 წლის შემდეგ.
- შეან, რაო გეშინია? - დაიძახა შავთმიანმა, მას ფლერი ერქა.
- ვისი? შენი? - გულიანად გავიცინე. ის კვლავ დამეჯღანა და გაიარა. დეილიმაც ხალი გამიყარა და ისიც ჩემთან ერთად იცინოდა...
დღეები გადიოდა, ვსწავლობდი, ვშრომობდი, მასწავლებლები მაქებდნენ... სულ რაღაც 1 წელი დამრჩენოდა.. როდესაც ჩვენს სკოლაში გადმოვიდა ბიჭი, რომელიც ძალიან მიყვარდა..
ოთხშაბათი იყო, საშინლად ცხელოდა. მის ტელის გაკვეთილი გვქონდა.
- სანამ გაკვეთილს დავიწყებდეთ, მინდა გაგაცნოთ ახალი მოსწავლე მისტერ ტრიქს გრინდელვალდი. გაგვაცნეთ თქვენი თავი. - თქვა მან. ის იყო ერთადერთი ბიჭი, რომლის სახელიც ამ სკოლაში ვიცოდი..
- გამარჯობათ ბავშვებო, მე ვარ ტრიქსი, 17 წლის. ამ სკოლაში გადმოვედი, იმედია ყველა მეგობრულად შემხვდებით. მეგობრები ტრექსეას მეძახიან. - წარმოთქვა მან. ის ძალიან ძალიან ლამაზი იყო.
ბიჭი ძალიან გულთბილი აღმოჩნდა, ყველას ძალიან შეაყვარა თავი, მე კი ყველაზე მეტად. არასოდეს დამავიწყდება დღე როდესაც მან პირველად მითხრა რომ ვუყვარდი.
მაშინ დასვენება იყო, ბაღში ვსეირნობდით მე და ჩემი განუყრელი მეგობარი - დეილი. უცბად უკნიდან დამიძახეს.
- ჰეი მიტა! ერთი წამით მინდა მარტო დაგელაპარაკო. - დეილმა გაიღიმა და უკან დაიხია, ერთი დამიძახა : "შევხვდებითო" და გაქრა. - მიტა... არც კი ვიცი როგორ გითხრა. ძალიან ძალიან ძალიან მიყვარხარ მიტა.. იმედია არ მიწყენ.. მეგობრ.. - ტუჩებზე ხელი ავაფარე, შემდეგ მოვხსენი და ჩვენ ერთმანეთს ვაკოცეთ, მე გავუღიმე და წავედი. ტრიქსმა ჩაიღიმა და რაღაც ჩაიბურტყუნა. მე კი ეს ამბავი მაშინვე დეილს მოვუყევი.ამ ამბის შემდეგ მე და ტრიქსი სულ ერთად ვიყავით. როდესაც იგი ჩემსკენ მოდიოდა, დეილი ჩაიხითხითებდა და მეორე მხარეს მიდიოდა ხოლმე. მე კი ტრიქს ველოდებოდი... ასე უბრალოდ დავამთავრე სკოლა უმაღლეს ნიშანზე და დადგა ერთი დღე როდესაც ძალიან ძალიან ბევრი ვიტირე. მაისის შუა რიცხვებში, მაშინ როდესაც მე ტრიქსი და დეილი უნივერსიტეტში ვსწავლობდით სახლის კარე ბრახუნი გაისმა. კარი გავაღეთ, გენერალი იყო.
- მეფის ბრძანებით თითოეული ოჯახიდან მიგვყავს ერთი მამაკაცი. ომი დაიწყო.
- ასე მშვიდად? ასე მშვიდად ამბობთ ამას? ტრიქსი არსად წამოვა! - წამოვიყვირე მე.
- დამშვიდდი პატარავ, აუცილებლად უნდა წავიდე. - მომიხვია ის და კისერში მაკოცა. - როდის უნდა გამოცხადდე გენერალო?
- ხვალ, 14:00 საათზე. ანუბისის ქუჩაზე. - ტრიქსმა თავი დაუქნია და კარი დახურა. მე ავტირდი, ის უსიტყვოდ მომეხვია.
- გამოვედი! - დაიძახა დეილიმ. - რა ხდება? - იგი ოთახში შემოვიდა და როდესაც ატირებული დამინახა თქვა: - რა ხდება, ცა გვექცევა თავზე? - ჩვენ ყველაფერი მოვუყევით.დეილიმ საშინელი გამომეტყველება მიიღო - ომი? ვინ იწყებს ომს?
- არ ვიცით, ტელევიზორი ჩართე.
დეილიმ დისტანციონი აიღო და ტელევიზორი ჩართო, ტელევიზორი მაშივე აჭყავლდა. "მესამე მსოფლიო ომი იწყება! საფრანგეთი ომს აცხადებს! თითოეული ოჯახიდან ერთი მამაკაცი ომში წავა" ეს ტექსტი ტელევიზორმა რამდენჯერმა გაიმეორა და ბოლოს ჩაირთო.
- საფრანგეთი ომს აცხადებს - დავიჩურჩულე. ტრიქსი წამოხტა და საძინებელში შევარდა.
- აქედან წახვალთ! მე კი ომში უნდა წავიდე.
- ტრიქსი ჩვენ არ გვე.. - ტრიქმა დეილის თქმა არ აცალა.
- დეილი, თქვენ არ გეშინიათ, მე კი არ მინდა შუა ომში ჩემი საყვარელი გოგონა და მისი მეგობარი ასე უბრალოდ ისხდნენ! მე თქვენ გაგიშვებთ ჩემს მიყრუებულ აგარაკზე, სადაც ვერავინ მოგაგნებთ! მე გამოგიგზავნით წერილებს ყოველ კვირა, თუ წერილი არ მოგივათ, ჩათვალეთ ეს ჩემი აღსასრულია.
- ო ღმერთო ტრიქს! რეებს ლაპარაკობ?
- რაც საჭიროა იმას დეილი. ჩაალაგეთ ბარგი! ნივთები ყველაფერი! - გამოაცხადა ტრიქსმა და თავისი ნივთები გამოალაგა მან ისევე როგორც - მე.
დეილი ტიროდა, თუმცა ცრემლებს მალავდა. მეც ვტიროდი, ტრიქსი მომიახლოვდა და უკნიდან ჩამეხუტა:
- არ იტირო, არაფერი დამიშავდება, არ იტირო, დამიჯერე ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით - წაიჩურჩულა, თუმცა თვითონაც არ სჯეროდა მისი სიტყვების. მთელი დღე ბარგის ჩალაგებას, მეორე დილით ტრიქსი ანუბისის სახლის ქუჩაზე უნდა წასულიყო, როდესაც ეს მახსენდებოდა მუდამ ვკანკალებდი, საღამოს ტრიქსმა გვითხრა: - მისმინეთ დეილი, მიტა! უნდა გაიქცეთ, სამხრეთით ერთი მდელო მეგულება, რუკას მიყევით - ტრიქსმა რუკა გადმომცა - მდელოზე ერთი სახლი დგას, იქ შეხვალთ ჩემს სახელს ეტყვით და დამიჯერეთ არაფერი მოგგაკლდებათ. და კიდევ, უფრთხილდით წითელ პეპელას! ამ საქმეზე მეტი არ მკითხოთ. - ეს თქვა და გაჩუმდა.
საღამოს, ტრიქსი შემოვიდა.
- მზად ხართ?
- ჰო.. - ვუთხარი მე.
- მაშინ წავედით, დეილი შენ ხომ დადიოდი ავტომობილის მართვის კურსებზე? - დეილიმ გაუღიმა - ჩემს საყვარელ გოგონას შენ განდობ, ეცადეთ მაინცდამაინც არავის დაეჯახოთ. - სამივემ გავიცინეთ, რა საყვარელი იყო ტრიქსი რომ გენახათ! იცოდა, მისი სიკვდილ სიცოცხლე 50/50 ზე იყო, თუმცა არ იმჩნევდა, არ უნდოდა გვენერვიულა. დეილიმ ერთი თვალი მოავლო აქაურობას და თქვა:
- წავედით, მიტა. - მე უხმოდ წავედი ტრიქსისკენ, მან კი მაკოცა და ჩუმად მითხრა, ისე რომ დეილის არ გაეგონა:
- სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, არ ინერვიულო. - მე ამ სიტყვებზე გული ამიჩქარდა და ცრემლებს ძლივს მოვერიე.
- კა-რრგაა-დ - ვუთხარი და მაშინვე შევტრიალდი.
- ნახვამდის დეილი,
- კარგად ტრიქს. - ერთმანეთს გადახვივნენ და ჩვენ გარეთ გავედით, დეილის მანქანაში ჩავჯექით და ელვისებური სისწრაფით წავედით, დეილი მანქანას მიაქროლებდა, სიჩქარე 300-ს აღწევდა. სწორ გზაზე მაღალი ცაცხვები მიქროდნენ, ვფიქრობდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო ომის შედეგად, ეს ომი გულს მირევდა! ტრიქსი უკვე მენატრებოდა. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, გული ორად გამეხლიჩა, ერთი ნაწილი ტრიქსთან დარჩა, მეორე, პატარა ნაწილი კი ჩემმა ხორცმა დაიტოვა. ლონდონიდან გავდიოდით, იქვე მაღაზიასთან დეილიმ გააჩერა მანქანა.
- არ გადმოხვალ? საჭმელი უნდა მოვიმარაგოთ. - მეც უსიტყვოდ გადავყევი, ყველაფერი რაც შეიძლებოდა ცელოფნებში ჩავაწყვეთ და ხელებ-დამძიმებულები ჩავჯექით მანქანაში, დეილმაც უსიტყვოდ დაქოქა მანქანა და მისი ვარდისფერი ბუგატი კვლავ მოსწყდა ადგილს. დაახლოებით 6 საათის განვმალობაში ვკარნახობდი გზას, ბოლოს მივვადექით ტრიქსის მიერ აღწერილ მდელოს, იქვე ერთი პატარა ქოხი იდგა. მანქანა გავაჩერეთ და კარზე ფრთხილად დავაკაკუნეთ, კარი ერთმა მოხუცმა ქალმა გამიღო.
- გიცნობთ? - შეშინებული ხმით იკითხა.
- არა მგონია. ჩვენ ტრიქსი გრინდელვალდი მეგობრები ვართ, - თქვა დეილიმ, მაგრამ როდესაც ჩემი მზერა დაიჭირა "მეგობრების" ხსენებაზე მაშინვე შეასწორა - მე მეგობარი, ეს კი მისი შეყვარებულია.
- აჰჰ! მაშინ მოგიყვებოდათ ტრიქსი ჩემზე - მოხუცმა ქალბატონმა უცებ ახალგაზრდა ქალივით დაილაპარაკა, მისმა სახემ უცნაური ფორმა მიიღო, ერთი დატრიალდა და ჩვენს წინ, ახალგაზრდა, ლამაზი ქალბატონი იდგა. დეილიმ ერთი წამოიკივლა.
- არ-რა ჩვენთვის არაფერი უთქვამს თქვენს შესახებ!
- მე ტრიქსის დედა ვარ. ლუისა მენდელსონი.
- გამარჯობათ, ლუისა. - ვუთხარი ნელა.
- აქ რამ ჩამოგიყვანათ? შემოდით! შემოდით! კარში რატომ დგახართ? - დეილიმ შემომხედა. მე თავის დაქნევით შევაგულიანე, ორივე შევედით და დავსხედით.
- აქ ტრიქსმა გამოგგვზავნა. საფრანგეთი ომს იწყებს, მან არჩია მშვიდად ყოფილიყო და აქ გამოგვიშვა.
- მაგრამ მაინც ვერ ვხვდები ჯადოქართან რატომ გამოგვიშვა - დეილის ნათქვამი ხმამაღლა მოუვიდა.
- ომიო? საფრანგეთი იწყებს ომს? ვისთან?
- მსოფლიო ომია. გერმანია,საფრანგეთი,ამერიკა,ლონდონი.
- მესამე მსოფლიო ომი! ღმერთო ჩემო!
- მის ლუისა .. - აღარ დამამთავრებინა.
- ლუისა დამიძახე - გამიღიმა ქალმა.
- კარგი, ლუისა ჩვენ უამრავი საჭმელი ჩამოვიტანეთ, შემოვიტანთ.
- დიახ, დიახ! -პირველად ამოიღო ხმა დეილიმ.
ჩვენ გარეთ გავედით.
- რა უცნაური ქალია, მართლა ჯადოქარია? - მე ჩავიცინე, ის მართალი იყო. მოხუცი ახალგაზრდად გადაიქცა. როდესაც მანქანიდან ბარგ ვალაგებდით, მდელოზე ერთი ქალი შევნიშნეთ, იგი ჩვენსკენ მოდიოდა. როდესაც მოგვიახლოვდა შევნიშნეთ მის ხელის ზურგზე წითელი პეპლის ტატუ. - წითელი პეპელა მიტა! უფრთხილდით წითელ პეპელას! - დაიჩურჩულა, ეს მეც გამახსენდა ნელ-ნელა წავედით უკან, კიბეებზე ავირბინეთ და სახლში შევედით. შეშინებულები ვუყურებდით ერთმანეთს. - ოხ ტრიქს! მეტი უნდა ეთქვა! "უფრთხილდით წითელ პეპელას!" - გამოაჯავრა ტრიქსს. მე მხოლოდ შეშინებულმა შევხედე. - პარკები! იმ კუდიანმა არ წაიღოს!
- რა იცი რომ კუდიანია?
- რა ვიცი და... ღმერთო ჩემო! ეს როგორ არ გამახსენდა! მიტა! ის.. ღმერთო ჩემო...
- რა ხდება დეილ?!
- ლუისა!
- გისმენ დეილ.
- შენი სახელი საიდან იცის? - ვკითხე, უაზროდ გამოვიდა.
- ალბერტო ალგინესის ჯადოსნური ქვეყანა ხომ არ გაქვთ თქვენს ბიბლიოთეკაში?
- რათ გინდა?! - ეჭვის თვალით შეხედა ქალმა.
- საინტერესო წიგნია, სალიტერატუროდ მინდა წავიკითხო. - ქალი ოთახიდან გავიდა. 2 წუთში დაბრუნდა და სქელი, მტვრიანი წიგნი მოიტანა.
- ზემოთ ადით, ნებისმიერი ოთახი აარჩიეთ.
- კი მაგრამ ეს ხომ ერთსართულიანია? - იკითხა გაკვირვებულმა დეილიმ, ქალმა კი კიბე დაანახა. - კარგით. წამოდი მიტა. - მეც ავყევი, ზევით ერთი, ცისფერი ოთახი შევარჩიეთ, სრულიად ჩვეულებრივი. - სადღაც აქ უნდა იყოს.. ხო აი! ყურადღებით მისმინე:
"ერთ დღეს სოფელში გამოჩნდა წითელი მთვარე.. ყველა გაოგნებული იყო, უცებ ტყიდან საშინელი, ავი მგელი გამოვარდა, იგი ხოცავდა ხალხს, იმ ადგილის მცველები ვერაფერს უხერხებდნენ, როდესაც წითელი მთვარე გადავიდა, კაცი აორთქლა, მის ადგილას კი წითელი პეპელა გაცნდა, ის ერთ უბრალო გოგონას დააჯდა ხელის ზურგზე, მან იკივლა და ტყისკენ გაიქცა, ის 1500 წლის შემდეგ გამოჩნდა, ისტორიკოსი მიხვდა რომ ეს იყო ის ადამიანი, ვინც 1500 წლის წინათ მთვარის შვილისგან წითელი პეპელა მიიღო, გოგონა დღემდე ისევ ისე გამოიყურება როგორც მაშინ, იგი არასდროს დაბერდება, მას 13 სიცოცხლე აქვს, აქედან 5 უკვე განაადგურებულია. 1983 წელს დაიბადება 3 გოგონა, რომლებიც მას მოკლავენ და ქვეყანას გადაარჩენენ."
მიხვდი? ის ის ქალია, მას 8 სიცოცხლე აქვს დარჩენილი, შენი ტოლი გოგონებიდან შეიძლება ნებისმიერი იყოს "რჩეული"..
- რჩეული? კარგი რა დეილი! ეს სისულელეა...
- არ არის სისულელე მიტა! ტრიქსის დედა ჯადოქარია, რატომ არ შეიძლება იყოს ის ქალი მაქცია?
- მაქცია?
- დიახ, დიახ! მაქცია. მაშინ მტვარე იყო მიტა, სისხლიანი მთვარე! მაშინ დაიბადა მაქცია! ეს გოგო მაქციაა! ყოველ მთვარეზე იგი უზარმაზარ მგლად იქცევა, თუმცა მას ნებისმიერ დროს შეუძლია მაქციად გადაქცევა. რჩეულები უნდა ვიპოვოთ! გახსოვს ადრე, ხალხი ისე უბრალოდ რომ კვდებოდა? დასახიჩრებულებს პოულობდნენ! მართალია, მაშინ სისხლიანი მთვარე იყო, თუ წლების მიხედვით ვიმჯელებთ, დრო მხოლოდ 3 წელიწადი გვაქვს, თუ არა და კვლავ გაგრძელდება ხალხის უნებურად დახოცვა.
- მეტი უნდა გავიგოთ რჩეულებზე, 1983 წელს ალბათ მილიარდი ბავშვი დაიბადა! ყველა უნდა განვიხილოთ?
- არა რათქმაუნდა. ბიბლიოთეკაში აუცილებლად იქნება რჩეულზე ინფორმაციები. - წავედით. - ვუთხარი დაუფიქრებლად და მისის ლუისისთან მივედით. - მის, ბიბლიოთეკაში გვსურს ჩასვლა..
- წამომყევით - მან სარდაფისკენ წაგვვიყვანა, იქ ორი კარი იყო, კარი გაგვიღო და შევედით. - კარგი ესეიგი ვეძებთ წიგნს რჩეული.. - ნახევარი საათი ვეძებდით ბოლოს დეილიმ იპოვა და გადაშალა.
- აქ არის რჩეულები.. აი სისხლიანი მთვარის რჩეულები!
"რჩეულები დაიბადებიან 1983 წლის მარტის შუა რიცხვებში... ყავისფერი თვალებით... ისინი გადაარჩენენ მსოფლიოს..მაგრამ არის რაღაც რაც მათ შეაფერხებს.. ეს არის.."
დეილიმ მომდევნო გვერძე გადაშალა. ამოხეული იყო, ფურცელი აკლდა.
- ჯანდაბა! რა შეაფერხებს? - ჩავღუნე თავი.
- ნუ ცდილობ.. ვითომ ვერ ხვდები... შენ 15 მარტს დაიბადე, 1983 წელს, ყავისფერი თმა გაქვს. ორიღა დაგვრჩა.
- დეილი ასეთი მილიარდი ბავშვია..
- არა მგონია, ინტერნეტის საშუალებით გავიგებთ რამდენი ბავშვი დაიბადა 1983 წლის 14,15 და 16 მარტს. - დეილიმ გაიღიმა.
- კარგი კარგი, წავიდეთ აქედან! წამოიღე ეგ უბედურება! - დავიძახე და ავედით, დეილიმ კომპიუტერი გახსნა, საიტზე შევიდა დამოძებნა თითოეული.
- 1983 წლის 14 მარტ დაიბადა მხოლოდ ერთი ბავშვი... 15 მარტს სამი, ხოლო 16 მარტს 2... 14 ში და 16ში დაბადებულები უნდა გამოვრიცხოთ. არ

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

არ წამიკითხია მთლიანად, მაგრამ 1983 19 მარტს მე დავიბადე მე ხომ არ მეძებდნენ?
#1, 05.07.2015 - 14:22
 

User
offline
offline anikk (23)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2018 Face.ge - all rights reserved.