Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

წყურვილი

თუ ბედის მწერალს რამე გამორჩა,
ღამის ქურდივით ვცდილობ მოვპარო
წყალწაღებული წვეთი, წყაროდან, –
მეტი არ მინდა! ღმერთი და რჯული!
თუ ბედის მწერალს რამე გამორჩა,
ეგეც ბედთან მაქვს სულ საყომარო...
წყალწაღებული – წვეთი წყაროდან,
რომ ზედ დავაკლა სვე–ბედის წყურვილს.

არც სიყვარული, არც მეგობრობა
და არც ღმერთი ჩანს გზის გასაკვალად.
სამაგალითო – ერთი მყოლოდა
(ადამიანებს ნაკლებად ვუგებ)...
არც სიყვარული, არც მეგობრობა,
ბედმა ახლოსაც არ მიმაკარა.
სამაგალითო – ერთი მყოლოდა,
თუმცა, რამდენი მარგუნა მრუდე.

გულს სტკივა, თორემ, მე კი არ ვჩივი,
შერიგებები ბედთან, მე მკითხეთ!
რა პრობლემაა? – დედანატირი!..
რაც იყო – იყო, რაც მელის – იქნას!
გულს ტკივა, თორემ, მე კი არ ვჩივი –
ვიქნები ასე. ბედო, შენ კიდე
(რა პრობლემაა? – დედანატირი!),
იცოდე, ასეც გაგაძრობ სიქას!

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

სამაგალითო – ერთი მყოლოდა,
თუმცა, რამდენი მარგუნა მრუდე.
#1, 10.07.2013 - 13:59
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.