Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
saliik blog

დროის სწორად დახარჯვა.

ოდესმე გქონიათ შეგრძნება, რომ ძალიან, ძალიან ბევრი დრო გაქვთ? არსებობს დღეები, როცა თავისით გეღვიძება ადრე, ჯდები ტელევიზორთან, ყავას სვამ და ფიქრობ, რომ ახლა ყველაფერი შეგიძლია გააკეთო. იმიტომ, რომ ჯერაც ძალიან ადრეა, შენ კიდევ უკვე ფეხზე ხარ. შეგიძლია დაიწყო რომელიმე უცხო ენის შესწავლა, შეგიძლია მისწერო ფეისბუქის ფრენდ ბიჭს რამე რომანტიკული, შეგიძლია შეურიგდე მეგობარს, რომელსაც წლების წინ ეჩხუბე, შეგიძლია აკეთო პრესები, სანამ თავბრუ არ დაგეხვევა, შეგიძლია შეცვალო სახლის დიზაინი, ან თუ საკუთარ ბნელ მხარეს მოუსმენ, შეგიძლია ყველა დახოცო, ვინც არ მოგწონს. როგორ გრძელდება დღე, რომელიც ასე დიადი აზრებით იწყება? დაახლოებით 12 საათისთვის ხვდები, რომ ,,ფორა”, რომელიც სამყარომ მოგცა დილით ადრე გაღვიძების გამო, ტყუილად გაფლანგე, ნამდვილი ლუზერი ხარ და იმ ბიჭსაც ვერასდროს ვერაფერს მისწერ, გამარჯობასაც კი. არსებობს კიდევ მეორე შემთხვევა: უცებ ხვდები, რომ მოკვდავი ხარ. არ ვხუმრობ, თუ თქვენ ეს ნამდვილად გაცნობიერებული გაქვთ, გემახსოვრებათ, რომ ეს სწორედ ,,უცებ” მოხდა. მერე რა, რომ მშობლები მუდმივად გვასწავლიან, რომ ყველანი მოკვდავები ვართ, მიუხედავად იმისა,რომ გამუდმებით უყურებ, როგორ ეხოცებათ შენს გარშემო ადამიანებს ბებიები და ბაბუები, მერე დედები და მამები, მერე კი თვითონ კვდებიან… სადღაც ყოველთვის გჯერა, რომ შენ არ მოკვდები, სანამ უცებ არ გააცნობიერებ, რომ აუცილებლად მოკვდები. ეს არაა სამწუხარო ან სასიხარულო, ეს უბრალოდ გარდაუვალია. იწყებ იმაზე ფიქრს, რაც გინდა რომ გააკეთო, სანამ ცოცხალი ხარ. მერე გახსენდება, რომ არსებობს ასეთი პროექტი: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ მოკვდები. და ფიქრობ, რომ 50 წიგნი სასაცილო რაოდენობაა, ძალიან სასაცილო. თუ ადამიანი 75 წელს ცხოვრობს და კითხვას 6 წლის ასაკში იწყებს, 50 წიგნი თითქმის დაცინვაა ტვინის შესაძლებლობებისთვის. მერე ფიქრობ, რომ წიგნების წაკითხვაზე უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს ამქვეყნად, მაგალითად ოჯახის შექმნა, ბავშვის გაჩენა....
ბავშვის გაჩენა მხოლოდ გაჩენას არ გულისხმობს, არამედ ჯერ მისი გაზრდა და შემდეგ სწორად აღზრდაა საჭირო.. კარგი იქნებოდა მოგზაურობა, ოღონდ ეს ბავშვის გაჩენამდე. ამისთვის ფულია საჭირო და შესაბამისად, მეტ-ნაკლებად კარგი სამსახური. კარგი იქნებოდა ისეთი სამსახურიც, რომელიც გაგრძნობინებდა, რომ რაიმე ღირებულს აკეთებ, მაგალითად ექიმობა. მაგრამ ექიმი რომ გახდე, ამისთვის ბევრი წელი უნდა ისწავლო, შენ კიდევ ამდენი დრო ნამდვილად არ გაქვს. კარგი იქნებოდა, რომ სიკვდილამდე გამოგივიდეს და შექმნა შენთვის სასურველი ცხოვრება....არსებობს ბევრი წიგნი, რომელსაც სიკვდილამდე ვერ წაიკითხავ, ბევრი ქვეყანა, რომელსაც სიკვდილამდე ვერ ნახავ და ბევრი რამ, რასაც სიკვდილამდე ვერ შექმნი, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგავიწყდეს,რომ იმედი ბოლოს კვდება,უნდა ვიბრძოლოთ საკუთარი თავის დასამყარებლად, ჩვენი ცხოვრება ჩვენს ხელშია თუნდაც მცირე დროთი, მაგრამ მაინც, უნდა გავაკეთოთ ის საქმე, რომელიც გვიყვარს და უნდა შევეცადოთ ვიცხოვროთ პირნათლათ, რომ ხვალინდელი დღე სჯობდეს დღევანდელ დღეს....

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline saliik (22)
საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალო



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.