Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Titann blog

მე არ მომწყინდება !

სადღაც სიბნელეში კვნესის როიალი
და ეს სიმარტოვე უკვე ფარგლებს სცდება
მე არ მომწყინდება გარეთ ბოდიალი
მე არ მომწყინდება !

უკვე გვიანია, ღამის არის ოთხი
მე და წვიმის წვეთი ქუჩას ვახმაურებთ
თავზე გვათენდება ეს სამყარო მგონი
თავზე გვათენდება და ნუ გაგვაჩერებთ

გუბის ანარეკლში კვდება მომღიმარი
ერთი სული მაქვს რომ ჩემი თავი ვიგრძნო
ისევ აგვიკრძალეს გული ნაომარი
ისევ აგვიკრდძალეს და ვერცერთმა გვიცნო

მგონი დავიკარგე, ცურვა დამავიწყდა
მაგრამ არცერთისგან შველას დღეს არ ვითხოვ
ადრე ყველაფერი თქვენზე მეტად მწყინდა
ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო

სადღაც სიბნელეში კვნესის როიალი
და ეს სიმარტოვე უკვე ფარგლებს სცდება
მე არ მომწყინდება მარტოს ბოდიალი !
მე არ მომწყინდება ! მე არ მომწყინდება !

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline Titann
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.