Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Titann blog

ტყეში ჩაფლული ეკლესია

"ტყეში ჩაფლული ეკლესია სიჩუმეს არღვევს
უკვე მეათედ, საბოლოოდ შემოჰკრეს ზარი
უხამსი ფიქრი "ეკლესიას დღეს ჩემი მართებს"
და მოლოდინი, რომ გაიღოს ჩემთვისაც კარი.

აქ დრო გაჩერდა, გარინდული ვუსმენ ბუნებას
სულ პატარა ვარ ვებერთელა ხეების გვერდით
ვუსმენ სიჩუმეს, მერე მალე ისიც ჩუმდება
და ეკლესიის საოცარი ყვირილი მესმის

ისევ დადუმდა და ტკივილი სიბნელეს ავსებს
წეღან ტაძარმა მე თვალებში ჩამხედა ხვნეშით
თითქოს მანიშნა, ცოტახანი მოთმენა გმართებს
მე იმედი მაქვს, ველოდები რომ რამეს მეტყვის

გადავიღალე, თითქოს ღამეც მიიპარება
გაბრაზებული, ზიზღიანი, ქვას ტაძარს ვესვრი
ასე მგონია მთვარეც მალე მიიმალება
ის ხმას არ იღებს, და ჩემს სათქმელს მე მაინც ვეტყვი

-უფალო ღმერთო, ვერა ვხედავ სამართალს შენში
მე ხომ აქამდე ძაან , ბევრი, ბევრი ვიარე
მოდი ერთად ვთქვათ რომელია მტყუანი ჩვენში
მოდი აზრები საკუთარი გამიზიარე

ალბათ არ ფიქრობ როგორია მიწაზე ჩვენთან
ალბათ ღრუბლებში, სიმაღლეზე, სულაც არ ცივა
შენი შვილები სიმწრის ცრემლებს როცა დაღვრიან
უფალო ღმერთო, დავიჯერო, ნუთუ არ გტკივა?

იქ შენთვის ზიხარ უდარდელად, მაღლა, ღრუბლებში.
სიცილ ხარხარით გადმოჰყურებ ჩვენს დედამიწას
აი ტკივლიმაც დამიარა ისევ მუცელში
გული კი ტირის, და არ უნდა სადმე გამიშვას

უკვე წლებია გელოდები, არსად არახარ
უკვე წლებია დაგეძებ და ვერსად გიპოვნე
იქნებ საერთოდ არარსებობ, არსად არახარ
იქნება შენი არსებობაც გამოვიგონე

უკვე დავბერდი, არ არსებობს დღეს ჩემთვის შუქი
მზად ვარ სხეული, ნაწილ ნაწლის შენთვის გავიღო
ყველგან დაბნელდა, მხოლოდ დარჩა ფერები მუქი
შენ კი არ გინდა ეს ჭიშკარი რომ მეც გამიღო"

სიტყვა არ ქონდა მორჩენილი, მაგრამ გაჩერდა
თითქოს ლახვარმა დაუნდობლად დაკოდა გულში
იგრვლივ სიჩუმეს მისი ოხვრა, კვნესა არღვევდა
უცებ მოხუცმაც ჩაიხედა საკუთარ სულში

მოკვდა ეული, მლოცველივით გაჰყურებს ტაძარს
აქ ისევ ხეებს ათამაშებს მაისის ქარი
ღამით სიჩუმეს აქ ყოველთვის თან სევდა ახლავს
და გთხოვთ მითხარით, თუ გაიღო მოხუცის კარი. . .

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline Titann
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.