Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Titann blog

და მე ვარ გიჟი ?!

დღეს კიდევ ერთხელ, ჩემს ქუჩაზე ჩუმათ გაწვიმდა
სულ გავიყინე მაგრამ სახლში მაინც არ მინდა
ო როგორ სწრაფად ატალახებს ასფალტს წვეთები
ჩემი სიშიშვლე რატომ გიკვირთ მაინც ვერ ვხვდები

ნუთუ სუყველას სიბრალულმა გადაგიარათ?
ან თქვენ უფალმა თავის ცოდნა გაგიზიარათ
ნუთუ არასდროს არ გიგრძვნიათ მკერდში ტკივილი
საკუთარ თავთან არ მოგსვლიათ ჩხუბი, ჭიდილი.

ფანჯრებს აფარებთ შავ-ბნელ ფარდებს, არა გრცხვენიათ?
ალბათ გგონიათ დედამიწა მხოლოდ თქვენია
ალბათ არ გესმით ბოლო ხმაზე როგორ ვყვირივარ
ან კიდევ ფიქრობთ რომ უბრალიდ ერთი გიჟი ვარ

კარის ღრიჭოდან გადმოსცქერით მთლიან სამყაროს
სულაც არ გინდათ აქეთ იქით გზებმა გატაროთ
დაე ლპებოდეთ პატიმრებად, შორს სიცოცხლისგან
თავისუფლებავ, მე კი მარტო, შენთან მოვდივარ

და მე ვარ გიჟი, ისევ ვკრიფავ სულის ნაწილებს
შეურაცხადი შენს სიცოცხლეს გაგინაწილებს
ახლა კი ისევ , ჩემს ქუჩაზე ჩუმათ გაწვიმდა
სულ გავითოშე, მაგრამ სახლში მაინც არ მინდა !

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline Titann
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.