Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
koka17 blog



ადამიანის ცხოვრებაში მუზა წამიერი გაელვება გონებაში, საიდანაც მისი სხივები კაცობრიობას ბევრ ცოდნას ჩუქნის. ბევრს არ შეუძლია მუზის გაღვივება, და როგორც კი მიიღებს რაიმე ელვარე ინფორმაციას უყურადღებოდ ტოვებს. მუზას თავისი მიდგომა ახასიათებს, ამას იყენებდა და იყენებს განთქმული პოეტები, მუსიკოსები, მწერლები. და უამრავ ჩამონათვალი შეიძლება გავიხსენოთ. მუზის პირველი მკვებავი სიყვარულია. განსაკუთრებული მკვებავია უიღბლო სიყვარული.. შემდეგ შესაძლოა ნიაღვარივით წამოვიდეს უამრავი მუზა. ბევრჯერ დავფიქრებულვარ ამ თემაზე, დასკვნა გამომაქვს ის რასაც ეხლა ვწერ..სხვათაშორის ესეც მუზაა. ყველამ ვიცით რომ ადამიანები როდესაც ამ სამყაროს მოვევლინეთ რაღაც მისია გვაქვს შესასრულებელი, ბევრი ძალიან დიდი ნიჭით არის დაჯილდოვებული მაგრამ ისე შეიძლება მოხდეს ვერაფერი სარგებლობა ვერ მოუტანოს კაცობრიობას, მეტიც ბნელი ძალები ბობოქრობს და შესაძლოა ეს ნიჭი ბოროტებას მოახმაროს. თუ ადამიანი შინაგანად არ არის ბოროტი მასზე ცუდი აურა არ ჭრის, ეს იმიტომ რომ გონება მუდმივად ახსენებს, ინსტიკტურად ცუდის გაკეთეება ამა თუ იმ შემთხვევაშ არ შეიძლება . ადამიანები რომლებიც ვერ იყენებენ ნიჭს მას ღვთაება უგზავნის რაიმე შესადარ განსაცდელს, რის შემდგომ იგზავნება გონიერებაში მუზის სახით. დავაკვირდეთ ამ ცხოვრების ფილოსოფიას, ყოველივე რაც თუ აშენებულა ამის საწყისი განცდებია და ფიქრები გამოსავლის ძებნისა, დალხენილ და უდარდელი ადამიანი ვერასოდეს ვერ შექმნის რაიმე ახალს ან რაიმე საკეთილდღეოს, მისი აზრები უმეტესად განცხრომულ დროის ტარებაშია გადაჭრილი. და მისივე მუზებიც განცხრომებს ემსახურება, ასეთი ადამიანები უაზროდ მოდიან და უაზროდ ტოვებენ ამ სამყაროს. ცხოვრერბაში სიმდიდრე ბედნიერება არაა, სიმდიდრე და ბედნიერება არის ის როდესაც აკეთებ საქველმოქმედო საქმეს, ანგარების გარეშე. ასევე როდესაც რაიმეს დატოვებ სასარგებლოს, და მუდმივად ვიდრე არსებობს სამყარო შენ არ დაგივიწყებენ. მოდით ერთი წუთით დავხუჭოთ თვალები და წარმოსახვით გავხედოთ შენი სიკეთით გახარებული ადამიანის სახეს, იმ ადამიანზე მეტად შენ გაგახარებს მისი სიხარული. ამაზე მეტი ბედნიერება განა რა უნდა იყოს? ამიტომ არასოდეს არ განიცადოთ თუ რაიმე სირთულე მოგევლინებათ. ყველაფერი რაც თუ რამ ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენივე მოქმედებებით მოდის. ასე რომ არ მოხდეს უდიდესი გამოცდილებები უნდა ავითვისოთ, ვინაიდან ამ გამოცდილებებს რეალური დრო ჭირდება. გამოინახება მეორე გზა რასაც განათლება ეწოდება, უნდა განავითაროთ გონება გამჭრიაქე ელვარებით, ბევრი უნდა მოუსმინოთ ნებისმიერ გამოცდილ ადამიანების გამონათქვამებს . თუგინდ უარყოფითი იყოს აქედანაც რაიმე დასკვნას გამოიტანთ ცხოვრებაში. ყოველივე როდესაც გონებაში მოიყრის უამრავად თავს ადამიანს მაშვინ აღეძრება სურვილი და მუზა . შემდეგ კი ცდილობს ყოველივე ფურცელზე გადაიტანოს, ამ ჩანასახს ვინმე აიტაცებს და წარმოგვიდგენს კინო ფილმის , მუსიკის. ლექსის, და სხვა რაიმე სახით. საბოლაოდ ყოველივე ამას დაერთქმება სახელი სამყარო რომელიც ცივილიზაციის უმაღლეს წერტილში ავიდა. თუმც ამ სამყაროს უმაღლეს წერტილში ასვლას ბნელი ძალები ხელს უშლის, მაგრამ სიკეთე ყოველთვის წინა ხაზეა რაგინდ დაჩაგრულიც არ უნდა იყოს. ყოველივე კარგი და უბოროტო საქმე დადებითში ჩაეთვლება აღსარებაზე წარდგენილ ყოველ ადამიანს..გვახოვდეს გამონათქვამი ყოველივეს მოეკითხება..... კოკა შანი. http://youtu.be/Sz1idnMQFOA




Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.