Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ramzesa blog
ქაოსი სულში და ფორიაქი,
უსიზმრო ძილი,ყოველ წუთს შფოთვა,
ძებნა ადგილის და ძებნა გზების,
ეს თქვენთვის ჩემი "მინი" პორტრეტი.
არავის ვუსმენ,მაგრამ კი ვგრძნობ,
როგორ მიყურებს ათასი ყალბი,
ყველა თავისკენ მქაჩავს და მითრევს,
ყველა თავისას მატენის ფიქრებს.
ვალდებული ვარ ყველას ვუსმინო,
ყველას განვლილ გზას ტაში დავუკრა,
გინდათ მთავარი აზრი გაიგოთ?
ფული ყოფილა ცხოვრების ძალა.
მე კი თქვენ გირჩევთ და მოვრჩეთ აქვე,
(იქნებ და მერე მაინც შემეშვათ)
შეეშვით ამდენ შორსმჭვრეტელობას,
ამით ცხოვრებას გემოს უკარგავთ,
ლაბირინთები?ტკეპნეთ თუ მოგწონთ,
მე კი ცხოვრებას სხვა ფუნჯით ვხატავ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.